...„სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა, რომელმან დასთესა თესლი კეთილი აგარაკსა თჳსსა“** (). „იგავი“ ტროპოლოგიასაც ეწოდება: „ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი სახლისა მიმართ ისრაჱლისა“ (). „არწივი დიდი, ქველნაბრდღუენი, ფრთადიდი“ (), ხოლო „არწივში“ მეფეს გულისხმობს. „იგავი“ ტიპსაც და ხატსაც ეწოდება, როგორც პავლეც აჩვენებს, როცა ამბობს: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო“ (); „რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი“ (); ესე იგი - ტიპითა და ხატით.
3. ცოდვის შიში და ამაო შიშები
მაშ, აქ რას გულისხმობს სიტყვა „იგავი“? ჩემი აზრით, იგი თხრობას გულისხმობს. თუ სიტყვას გამოცანურად ხდის და დიდ სირთულეს ანიჭებს, მაინც...