მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 14:18

17. ანუ მახჳლი თუ მოვჰჴადო ქუეყანასა მას ზედა და ვთქუა: მახჳლმან მოიარენ ქუეყანასა ზედა! - და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი;18. და სამნი ესე კაცნი შორის მისსა, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარმედ ვერ განარინნენ ძენი მათნი, ანუ ასულნი, არამედ იგი მხოლონი განერნენ.19. ანუ სიკუდილი თუ მოვავლინო ქუეყანასა მას ზედა და განვფინო გულისწყრომაჲ ჩემი მის ზედა სახლისა მიერ მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.
წინასწარმეტყველება ეზეკიელისი თავი 14
18. და სამნი ესე კაცნი შორის მისსა, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარმედ ვერ განარინნენ ძენი მათნი, ანუ ასულნი, არამედ იგი მხოლონი განერნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სამსჯავროს მიუკერძოებლობა და სიმდიდრის უძლურება:

...ხოლო იმის საჩვენებლად, რომ საქმეების გარეშე ვერც ნათესაობა და ვერც სიახლოვე რაიმეს გვარგებს, მოისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ“ (), მაინც „ვერ განარინნენ ძენი მათნი, ანუ ასულნი“ (). და რატომ ვამბობ მომავალზე, როცა ამჟამინდელ ცხოვრებაშიც მეგობრობამ ვერაფერი არგო? რამდენი იგლოვა და იტირა სამუელმა, მაგრამ საული ვერ გამოიტაცა? რამდენი ილოცა იერემიამ, მაგრამ იუდეველებს ვერაფერი არგო, არამედ ლოცვისას მხილებაც მიიღო? და რა გიკვირს, თუ იერემია ვერაფერს არგებს, როცა ამბობს, რომ იმ დროს მოსეც რომ ყოფილიყო, მაშინდელ იუდეველთა გადარჩენას ვერ შეძლებდა, რადგან ბოროტება გაბატონდა და თვითონ მათაც საკუთარი მხრიდან არაფერი მოუტანიათ?

5. სულის ფასი და სიკვდილის ძლევა

როგორ ძლიერ დასტიროდა პავლე იუდეველებს, როცა ამბობდა: „ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად.“ (...

სრულად ნახვა