მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 7:14

13. და თქვა ისაიამან: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირესა ღუაწლსა მიატყუებთ კაცთა, და ვითარ უფალსა მიატყუებთ ღვაწლსა?14. ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.15. ერბოსა და თაფლსა ჭამდეს პირველ, ანუ ცნობამდე მისსა, ანუ წინააღრჩევად ბოროტისა გამოირჩიოს კეთილი;
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 7
14. ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„და იქმნა დღეთა შინა აქაზისთა და იოათამისთა ძისა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა“ ().

1.

რაც მრავალჯერ მითქვამს, ამას ახლაც ვიტყვი: ძველად წინასწარმეტყველებები იმისთვის კი არ ხდებოდა, რომ იუდეველებს უბრალოდ მომავალი გაეგოთ, არამედ იმისთვის, რომ როცა ამას შეიტყობდნენ, აქედან სარგებელი მიეღოთ: მუქარის შიშით უფრო გონიერნი გამხდარიყვნენ, სიკეთეთა აღთქმით კი სათნოების საქმეში უფრო გულმოდგინენი, რადგან ორივე მხრიდან სწავლობდნენ ღვთის ძალასაც და მათდამი მის მზრუნველობასაც. სწორედ ამ მიზეზით ითქმებოდა წინასწარ ის, რაც ითქმებოდა: რათა არ ეფიქრათ, თითქოს მომხდარი უბრალოდ და შემთხვევით მოდიოდა, ბუნების რაღაც თანმიმდევრობით ან საქმეთა დინებით, არამედ სცოდნოდათ, რომ ეს ორივე ზემოდან და ღვთის განჩინებით ხდება; ეს კი მათ უდიდესად ეხმარებოდა ღვთის შემეცნებაში. მაგრამ, როგორც ადრე უკვე გითხარით, წინასწარმეტყველებას მტკიცებულება იმავე ჟამს არ ჰქონდა: სიტყვები მაშინ ითქმებოდა, საქმეები კი მრავალი დროის...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სჯულის ერის მხილება და ქრისტეს მოწმობა:

...უპირველესად, აქაც ვერ იტყვიან წინააღმდეგობის ჩრდილსაც კი. რადგან თუნდაც იქ არ ყოფილიყავი, როცა ქალწულისაგან იშობოდა, წინასწარმეტყველისთვის უნდა გერწმუნა, რომელიც ამბობს: „აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (). თუ იქ არ იყავი, როცა ხორცით შემოსილი დედამიწაზე დადიოდა და მეუფე მონებთან ერთად ცხოვრობდა, იერემიას მიმართე; ის ასე დაგელაპარაკება: „ესე არს ღმერთი, არ შეირაცხოს სხუაჲ მის თანა“ (). „მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ“ (). „ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა“ ().

4. უსხეულო მსახურება და მსხვერპლთა უარყოფა

და ყოველ სხვა შემთხვევაშიც დაინახავ, რომ წინასწარმეტყველები, რომელთა წიგნებს დღემდე ამაოდ ატრიალებ და აწვალებ, ამ საგნის გა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სიმართლის ბჭე და ქრისტე კუთხისთავი:

...რადგან მისი შობის შესახებ წინასწარმეტყველებაც, ერთი მხრივ, თითქოს ისტორიაზეა ჩამოკიდებული, მაგრამ მასთან არაფერი აქვს საერთო; მაგალითად: „აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი“ (; ). „ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა“ (). „მაშენებლებში“ იუდეველებს გულისხმობს, რჯულის მოძღვრებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რადგან ისინი მას იწუნებდნენ და ამბობდნენ: „სამარიტელ ხარ შან, და ეშმაკი არს შენ თანა“ (); და კვლავ: „ესე კაცი არა არს ღმრთისაგან“ (), „არამედ აცთუნებს ერსა“ (). მაგრამ მაინც ეს დაწუნებული იმდენად რჩეული აღმოჩნდა, რომ კუთხის თავი გახდა. რადგან ყოველი ქვა არ გამოდგება კუთხისთვის, არამედ ყველაზე გამოცდილი და ისეთი, რომელსაც ორივე მხრიდან კედლების შეკვრა შეუძლია....

სრულად ნახვა
თავი ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად, და ხართ თქუენ მას შინა აღსავსე, რომელი-იგი არს თავი ყოვლისა მთავრობისა და ჴელმწიფებისაჲ (2,9-10).:

...რომლისათჳს დიდი მოციქული პავლე ცხად ჰყოფს, ვითარმედ: არა მადლით, არცა მინიჭებით, არამედ ყოვლით სავსებით, რომელ არს არსებით და გუამოვნებით, არა ჟამ რაოდენმე, არამედ სამარადისოდ ყოვლად განუშორებელად დაემკჳდრა ჩუენ შორის; და ამით სიტყჳთა გამოგჳთარგმანა ჩუენ მოციქულმან სახელი ემმანოელისი, რომელ არს "ჩუენ თანა ღმერთი" (); ვითარმედ არა ზოგს-რაჲმე, არამედ ყოვლად გუამოვნებით შეერთო სიტუაჲ ღმრთისაჲ ბუნებასა ამას მოკუდავსა. ხოლო არა გარე-შეიწერებოდა მარტივი იგი და შეურევნელი და აღურიცხუველი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, არამედ ყოვლად მამისა თანა იყო და ყოვლად საშოსა შინა დედისასა იყო; ყოვლითურთ სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორცთა შინა მკჳდრ იყო, და ყოვლითურთ ცისა და ქუეყანისა აღმავსებელ იყო. ხოლო უკუეთუ ვისმე უცხო უჩნდეს, ამისი სახე ისწავენ ესრეთ, რამეთუ უკუეთუ ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა მოკუდავთა მყოფისა ამის სულისა გონებაჲ არა შეიწერების მათ შინა, არამედ ოდესმე ზეცად აღიწევის, და ვითარცა სარკითა განიცდის მუნ მყოფთა მათ შუენიერებათა, და კუალად, სიღრმედ ჯოჯოხეთისა შთაიწევის და იხილავს მისთა მათ საზარელებათა, რაოდენ უფროჲს საღმრთოჲ იგი გარე-შეუწერელი ბუნებაჲ სწორებით აღმავსებელ იყოს ყოვლისა, და იგივე ყოვლით სავსებით მკჳდრ ჴორცთა ამათ შინა, რომელ ჩუენგან მიიხუნა. აწ უკუ...

სრულად ნახვა
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეგრეცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ — სულად განმაცხოველებელად (15,45).:

...ადამ — სულად განმაცხოველებელად", რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს წერილთაჲ, და უფროჲსღა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა, ვითარ-იგი იერუსალემისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: "ქალაქ სიმართლისა გეწოდოს" (), და არა ეწოდა. და კუალად უფლისათჳს, ვითარმედ: "სახელი მისი ემმანოელ" (), რომელი არა ეწოდა. გარნა ცხად არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელმან საქმე აღსრულებული სახელის-დებად შეჰრაცხა. გარნა შენ იხილე, ვითარ პირველისა ადამისთჳს ცხოველობაჲ ოდენ თქუა სამშჳნველისაჲ, ხოლო მეორისა ადამისთჳს — სული; არღარა თჳთ ოდენ ცხოველი, არამედ სხუათაცა განმაცხოველებელი, რაჲთა უმაღლესობაჲ საზომისაჲ გიჩუენოს, ვითარ იგი — განხრწნადისა ამის და წარმავალისა ცხორებისა დასაბამ, ხოლო ესე — უხრწნელისა და საუკუნოდ წარუვალისა დამწყებელ იქმნა.

მოციქულისაჲ: არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი (15,46).

თარგმანი: ამისთჳს გამოაჩინებს ძუელისა მის ადამის პირველობასა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მისი იგი მცნებისა გარდასლვაჲ იყო მიზეზ სიტყჳსა ჴორცთა შეერთებისა და ღმრთისა განკაცებისა.

მოციქულისაჲ: პირველი იგი კაცი ქუეყნისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი — უფალი ზეცით (15,47).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ სასწავლე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).:

...წაულთა ეძიებთ, სახლო დავითისო, - რამეთუ აქაზ მეფისა მიმართ იტყოდა, - და ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა, გიჩუენოს სასწაული, რომელი დასაბამითგან არასადა ხილულ არს, არცა სმენილ კაცთა შორის. რაჲ არს უცხოჲ იგი სასწაული? „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს: ჩუენ თანა ღმერთი“. ; ესერა სახელიცა მისი თქუა, ვითარმედ: „ღმერთი მოსრული ჩუენდა მომართ“, ვითარცა მცირედ ქუემორე იტყჳს განცხადებულადრე და ვითარმცა მუნ მდგომარე იყო სულითა მით წინაწარმეტყუელებისაჲთა: „ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ ზედა მჴართა მისთა, და ჰრქჳან მას სახელი დიდისა ზრახვისა ანგელოზ, საკჳრველი თანამზრახვალი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ“. ვისნი არიან სახელნი ესე, ურჩულონო, თჳნიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელი გჳშვა ქალწულმან სულისაგან წმიდისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიღჳძა იოსებ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან მან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი“ (1,24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გონებაჲ მორწმუნე და წრფელი, რომელმან ოდეს-იგი იჭჳ ცოდვისაჲ მოი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი გ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ი გ ი ვ ე: „წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი“ (1,1).:

...ქუა ვინმე პირველთაგანმან მამათამან სხუაჲცა სიტყუაჲ, ვითარმედ: ამისთჳს იქმნა მითხოაჲ ქალწულისაჲ იოსებისა, რაჲთა დაეფაროს საიდუმლოჲ იგი განკაცებისა ღმრთისაჲ მთავარსა მას ბნელისასა ეშმაკსა. რამეთუ ვინაჲთგან ესმა მას წინაწარმეტყუელისაგან, ვითარმედ: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ევმანუელ“, მიერითგან მიმოვიდოდა, ვითარცა მსტოარი, და უმზერდა ქალწულთა, თუ ოდეს იხილოს ქალწული მიდგომილად, რამეთუ იცოდა, ვითარმედ მო-რაჲ-ვიდეს ქუეყანად უფალი, დაჴსნად არს მისი იგი ბოროტი მეუფებაჲ; და ენება ბრძოლისა აღდგინებად ჰურიათა მიერ ქალწულსა მას ზედა, რომელიცა იხილოს თჳნიერ მამაკაცისა მიდგომილად, რაჲთა მოაკლვიოს იგი. ამისთჳს მიითხოა ქალწული, და უეჭუელ იქმნა იგი მისგან, იხილა რაჲ მითხოილად და ვერ ცნა განჴორციელებაჲ უფლისაჲ და მისისა მის ძალისა დაჴსნაჲ. ესე არიან მიზეზნი მითხოისა მის ქალწულისანი, ჩუენისა ამის გულისჴმის-ყოფისაებრ, და სხუაჲ მრავალი, რომელი უწყის მხოლომან უფალმან და რომელთაცა მან გამოუცხადოს. ვინაჲთგან უკუე ესრეთ განგებულებით მიეთხოა იოსებს, ამისთჳს მახარებელმან წესისა მისებრ რჩულისა აღწერნა მშობელნი იგი იოსებისნი და ამით გამოაჩინა, ვითარმედ ქალწულიცა ტომისაგან დავითისა იყო, ვინაჲცა იოსებ იყო, ვითარცა განაგო მოსე, რაჲთა ა...

სრულად ნახვა