...არსადა“** ().
ამიტომ პირს იბრუნებს მათგანაც, ვინც სასოწარკვეთას მისცემია. ამიტომ ამბობს: „და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (). მაშ, ამ სათნოებას ვესწრაფოთ, რათა მისი პირი ჩვენკენ მოვაქციოთ და ბოროტების უფსკრულებში არ ჩავცვივდეთ, სადაც დიდი სიბნელე იპყრობს. დაცემულებსაც შეუძლიათ კვლავ აღდგნენ. ამიტომ დაცემულები ქვემოთ დაგდებულნი არ უნდა დარჩნენ. ხოლო ცოდვის ბუნება ისეთი ორმოა, რომელსაც მძვინვარე მხეცები ჰყავს და სიბნელით არის სავსე. ამიტომ ორმოში ჩავუშვათ წერილთა თოკები და მათ ჩვენი ნებაც დავურთოთ; მაშინ სწრაფად აღვდგებით, თუნდაც დავეცეთ. მაგრამ როგორ შეიძლება ამ გზის დასაწყისი გაჩნდეს? თუ დაცემის შემდეგ უგულისყურონი არ გავხდებით და არც სასოწარკვეთილებას მივეცემით, არამედ საკუთარ თავს ამ წი...