...მთელ ქვეყნიერებას ხრწნიდნენ. ამიტომაც ამბობდა ესაიაც: „და ძლიერთა განანაწილოს იავარი“ (), და კვლავ: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე“ და „ქადაგებად ტყუეთა განტევებასა“ (). ამიტომაც პავლე, ეპისტოლეთა დასაწყისში, ყველგან წინდაწინ წერდა და ამბობდა: „მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა“ (). და კვლავ: „რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად“ ().
ხოლო რათა, როცა მოისმენ: „შეიბ მახჳლი შენი“ (), გრძნობად მახვილად ნუ მიიჩნევ, მომდევნო სიტყვებს მოუსმინე. რადგან, როცა თქვა: „შეიბ მახჳლი შენი“ (), დაუმატა: „შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა“ (); ეს არის მახვილი: მ...