წინასწარმეტყველება ესაიასი 61:2
1. სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა ახილვასა,2. წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა,3. მიცემად მგლოვარეთა სიონი დიდებად, ნაცრისა წილ საცხებელი შუებისაჲ მგლოვარეთა, სამკაული დიდებისაჲ სულისა წილ მოწყინებისა, და იწოდნენ: ნათესავებ სიმართლისა, დანერგულ უფლისა სადიდებელად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 61