მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 59:2

1. ნუ ვერშემძლე არსა ჴელი უფლისაჲ ცხოვნებად შენდა? ანუ დაამძიმა ყური თჳსი არსმენად.2. არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა, და ცოდვათა თქუენთათჳს მიიქცია პირი თჳსი თქუენგან არშეწყალებად,3. რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა და თითნი თქუენნი ცოდვათა შინა, ხოლო ბაგეთა თქუენთა თქუეს უსჯულოებაჲ და ენაჲ თქუენი სიცრუესა იწურთიდა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 59
2. არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა, და ცოდვათა თქუენთათჳს მიიქცია პირი თჳსი თქუენგან არშეწყალებად,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღმრთის საქმეთა ხსოვნა და დაცემულთა აღდგომა:

...და საიდან ხდება ეს პირის მიქცევა? თვით ღმერთი ესაიას მიერ ამბობს: „ნუთუ ჩემი ჴელი უძლურია?“ ()12. „არამედ თქვენი ცოდვები განყოფს ჩემსა და თქვენს შორის“ ()12. ამიტომ, როცა რაიმე ბოროტს ჩავიდენთ, ღმერთი პირს იბრუნებს. რადგან ამბობს: „წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა“ ().

ამიტომ პირს იბრუნებს მათგანაც, ვინც სასოწარკვეთას მისცემია. ამიტომ ამბობს: „და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (). მაშ, ამ სათნოებას ვესწრაფოთ, რათა მისი პირი ჩვენკენ მოვაქციოთ და ბოროტების უფსკრულებში არ ჩავცვივდეთ, სადაც დი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იტყოდა მისთჳს“ (12,41).:

...გინი. ხოლო ოდეს კაცი ღმრთისა მიერ დატევებულ იქმნას, მიერითგან ეშმაკსა რაჲცა ენებოს, აქმნევს. და ამისთჳს შეაშინებს მსმენელსა და იტყჳს: „განაფიცხა და მისცა“, რამეთუ იგი ნეფსით თჳსით არა თუ ოდენ არა მიგუცემს, არამედ და-ცა-არავე-გჳტეობს; და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „არა ცოდვანი თქუენნი განგყოფენ ჩემგან?“ და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“; და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“; და თავადი უფალი იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და თქუენ არა ინებეთ!“ ; და ესაია კუალად იტყჳს: „მოვედ, და არა იყო კაცი, უწოდე, და არა იყო, რომელმანმცა მისმინა“. ხოლო ამას ყოველსა იტყჳან, რაჲთა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ ჩუენ ვიქმთ დასაბამსა ღმრთისა დატევებისასა და მიზეზ ვიქმნებით წარწყმედისა ჩუენისა, რამეთუ ღმერთსა არა თუ ოდენ არა ჰნებავს დატევებაჲ და ტანჯვაჲ ჩუენი, არამედ ოდეს გუტანჯვიდ...

სრულად ნახვა