...ტოვებს და მისთვის ჩვეულს არ დატოვებს. ასევე პავლეც ამბობს: „არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ“ (). და კვლავ: „სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა“ (). და იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“ (). ამიტომ, როცა ნუგეშის მიღება გსურს, თავი დაიმდაბლე და შენი გონება შემუსრე.
ეს მისი ნებისა, სახიერებისა და კაცთმოყვარეობის შესახებ ითქვა: მისი საქმეა გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა. შემდეგი კი მის ძალაზეა. „რომელმან აღრაცხის სიმრავლე ვარსკულავთა“ (), ანუ: ვინც მათი რიცხვი იცის. რადგან საუბარი განბნეულ სიმრავლეზე იყო, რომელიც ჯერ არსად ჩანდა, წინასწარმეტყველმა ეს მაგალითი სათანადოდ მოიყვანა, რათა ამით ეჩვენებინა, რომ ღმერთს განბნეულთა შეკ...