...რადგან, ამბობს, ყური მივაპყარი ღმერთს, მისგან მოვისმინე და რაც ზემოდან ჩემს გონებაში ჩამოვიდა, იმას ვამბობ. ამიტომ ესაიაც ამბობდა: „უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა“ და „შემძინა მე ყური სმენად“ (). და პავლეც კვლავ ამბობს: „აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა“ (). ხედავ, ისიც ჯერ მსმენელი ხდება და მხოლოდ შემდეგ - მოძღვარი? ამიტომ სხვა განმმარტებელიც ამბობდა: „და ჩაიღიღინებს ჩემი გული“. რას ნიშნავს „ჩაიღიღინებს“? იგალობებს, სულიერ ფსალმუნს იტყვის. ხოლო თუ „ზრახვას“ ამბობს, ნუ შეშფოთდები: რაც სულიწმინდისგან მიიღო, იმას განუწყვეტლივ იმარხავდა გონებაში და თავის თავში აღძრავდა; შემდეგ კი, აღძრულს, სხვებისთვის გამოჰქონდა.
და რას ნიშნავს აქ „იგავი“?...