მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 43:27

26. ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე.27. მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო,28. და შეაგინნეს მთავართა წმიდანი ჩემნი. და მივეც იაკობი წარსაწყმედელად და ისრაილი საყუედრელად.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 43
27. მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სასჯელში გამოვლენილი ღმრთის კაცთმოყვარეობა:

...ეირტყენ, ვითარცა მამაკაცმან წელნი შენი“** (). იუდეველებსაც ამას საყვედურობს, როცა ამბობს: „რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ?“ () და „მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო“ (). ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ უფრო მძიმე განაჩენი კი არ გამოიტანოს, არამედ ისინი საკუთარი ცოდვების შეგრძნებასა და აღიარებაში შეიყვანოს და შემდეგ შენდობა მისცეს, რათა ასე დაინახონ მისი კეთილმოქმედების სიდიდე.

ამიტომაც ამბობს: „იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად“ (); არა იმისთვის, რომ მსჯავრი დაგედოს, არამედ: „რაჲთა განმართლდე“ (). სწორედ ამიტომ თვითონ არ ამბობს იმ ცოდვებს, არამედ შემცოდეს ამზადებს, რომ მან თქვას. რადგან მისი დასჯა რომ ნდომოდა, თვითონ დაადანაშაულებდა; ახლა კი, რადგან შეწყალება სურს, შემცოდეს უთმობს, რათა მან მადლიერების გვირგვინი მიიღოს და აღიარებით წყალობა...

სრულად ნახვა