...6.
ვფიქრობ, ეს ისრაელიანებზეა ნათქვამი და წინასწარმეტყველიც იმასვე ამბობს, რასაც შემდეგ ესაია: „ნუ გეშინია, ისრაელ; ქვეყნის საგუშაგოებიდან მოგიწოდე და გითხარი: ჩემი ყრმა ხარ“ ()7. რას ნიშნავს: „ყველა მათგანს სახელდებით მოუწოდებს“ ()8? არც ერთი მათგანი, ამბობს, არ დაიღუპება; არამედ როგორც სახელით მომხმობნი აკეთებენ, ასევე თვით ღმერთიც ყველას სიზუსტით შეკრებს. „დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი“ (). რადგან უდიდესი საქმე თქვა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე განბნეულ ამდენ ურიცხვ ადამიანს შეკრებს, ამიტომ შემდეგ მის ძალაზე მსჯელობს და ძლიერ შეძრწუნებულ იუდეველებს რწმე...