...(). და კვლავ: „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ“ (). და ესაიაც: „რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი“ (). და სათნოების შესახებაც ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“ (). და კვლავ: „რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად“ (). ამიტომაც არყევს მიწას და, როცა მთებს ეხება, მათ კვამლს ადენს, რითაც თავის მეუფებას აცხადებს.
მზესაც აბნელებს და დაბნელებას ახდენს, ამით კი კვლავ თავის შემოქმედებით ძალას აცხადებს. წერილებშიც ხედავ მზეს, რომელიც უკან ბრუნდება, და მთვარეს, რომელიც მზესთან ერთად კვლავ ჩერდება, და მრავალ სხვა სასწაულს. რადგან მაშინ, როცა ღმერთის შესახებ ცოდნა ჯერ კიდევ არ...