მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 3:1

1. აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,2. გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 3
1. აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა“ ().

1.

როგორც საუკეთესო ექიმი ხან წვავს, ხან კვეთს, ხანაც მწარე წამლებს აძლევს და ამგვარად ავადმყოფთა ჯანმრთელობას განაგებს, ასევე კაცთმოყვარე ღმერთიც მრავალგვარი და განსხვავებული სასჯელებით იუდეველთა მოშლილსა და დაცემულ მდგომარეობას კვლავ შეკრავს: ხან ბარბაროსთა შემოსევით აშინებს უმადურებს, ხან კი, ბარბაროსთა თავდასხმამდეც, სხვა მუქარებით აკავებს მათ და მუქარათა მრავალფეროვნებით შიშს მათში ცოცხლად ინახავს. ახლა კი ღმერთი მათ ავადმყოფობას, შიმშილსა და გვალვას ემუქრება; და არა მხოლოდ აუცილებელთა ნაკლებობას, არამედ იმათ ნაკლებობასაც, რომლებიც საჭირო ნივთებზე არაფრით ნაკლებად ინარჩუნებენ ჩვენს სიცოცხლეს. რამეთუ მძიმე მხოლოდ შიმშილი კი არ არის, არამედ ისიც, როცა საქმეთა მმართველთა გარეშე რჩებიან; სწორედ ეს მდგომარეობა ხშირად სიუხვესაც...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტესადმი ერთგულება და შინაგანი მშვენიერება:

...ამიტომ ჩვენც ახლა ამას ვამბობთ, რათა იმ პასუხისგებათა წინაშე ბრალეულნი არ გაგხადოთ. გვეშინოდეს, ღმერთმა თქვენც არ გისაყვედუროთ ის, რაც წინასწარმეტყველის პირით იუდეველ ქალებს უთხრა: „სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი“ ().

დიდი ბრძოლა იკისრეთ, სადაც ასპარეზობაა საჭირო და არა კაზმვა; მუშტიკრივია საჭირო და არა განაზება. ნუთუ ვერ ხედავ მოკრივეებსა და მოასპარეზეებს? ნუთუ სიარულსა და გარეგნობაზე ზრუნავენ ისინი? არანაირად; არამედ ყოველივე ამას ტოვებენ, ზეთით გაჟღენთილ სამოსს ისხამენ და მხოლოდ ერთს უყურებენ: დაარტყან და დარტყმა არ მიიღონ. ეშმაკი დგას, კბილებს აღრჭიალებს და ყოველი მხრიდან შენი დამხობა სურს; შენ კი კვლავ ამ სატანური სამკაულით ხარ დაკავებული? არაფრის თქმა მსურს ხმის შესახებ — როგორ ხვეწს ბევრი ამასაც — არც ნელსაცხებლებისა და სხვა მოდუნებულობის შესახებ. ამის გამო ქვეყნიერი ქალ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...აკაცსა, ძალსა პურისა და წყლისასა, გმირსა და ძლიერსა, და კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინაჲსწარმეტყუელსა და განმაწესებელსა, და მოხუცებულსა და ერგასისთავსა, და საკჳრველსა მზრახვალსა, და ბრძენსა ხუროჲთმოძღუარსა, და გულისჴმისმყოფელსა მსმენელსა. და დავადგინნე ყრმანი მთავრად მათა, და მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.

ემღერდეს უბადრუკნი იგი უფალსა და არა ხედვიდეს, ვითარმედ აღესრულოს მათ ზედა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ: „მემღერნი უფლებდენ მათ ზედა“.

ხოლო ნათელი ჭეშმარიტად მიეღო მათ, რამეთუ იტყჳს იერემია: „მოვსპო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ, სურნელებაჲ ნელსაცხებელისაჲ და ნათელი სანთლისაჲ“.

მისცეს უფალი წარმართთა მოკლვად, და არა განიცდიდეს ბრმანი, ვი-თარმედ შემდგომად მცირედისა იგინი შეიგინნენ წარმართთა შორის, და სამკჳდრებელსა მათსა შევიდენ წარმართნი.

უარ-ყვეს უფლისა მეუფებაჲ და არა სცნობდეს, ვითარმედ წარიწყმედენ პატივსა მას დავითისსა; რამეთუ მისდა განმზადებულ იყო მეუფებაჲ დავითისი, და მოსლვადმდე მაცხოვრისა მოიწია იგი, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებდა მამათმთავარი იაკობ, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...ყინდის მზე, განვალს კაცად-კაცადი საქმედ განწესებულ-თა მათ საქმეთა თითოეულისათა, რაჲთა მოირეწონ საზრდელი თჳსიცა და მომავალთაცა გლახაკთაჲ. ხოლო სამოსელი მათი კუალად ახოვნებისა და სიმჴნისა სახე არს, რამეთუ არა მსგავს არიან მათსა, რომელნი ვლენ „ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თუალთაჲთა და შეთრევითა ქუექუემო-თაჲთა“, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, სამკაულითა ბრწყინვალი-თა, მელევანდებითა და საკუხებითა, ძოწეულითა და ბისონითა, მეწამულითა და ზეზითა, ოქროჲსა თანა და ანთრაკსა განრჩუნვილითა. არამედ სანატრელთა მათ ჰბაძვენ: ელიას და იოვანეს და წმიდათა მოციქულთა. მსგავსად მათსა შეჰმზადებენ ესენიცა სამოსელთა თჳსთა, რომელნიმე თმისაგან თხათაჲსა და რომელნიმე თმისაგან აქლემთაჲსა, სხუანი ხალენებითა და დაძუელებულითა თხის ტყავებითა დასჯერდებიან.

ხოლო ტაბლაჲ თუ მათი ვინ განიცადოს, ცნას, ვითარ ჴორცთაღა შინა უჴორცოთა მიემსგავსნეს, რამეთუ საზრდელ მათა არს პური და მარილი ანუ მცენარეთაგან მხალთა ველისათა, და იგიცა არა მაძღრივ, არამედ საპყრობელად ხოლო ბუნებისა ჴორცთაჲსა. და სასუმელ მათა არს წყალი, და იგიცა ნაკლულევანად. ხოლო რომელნიმე მცირედსა მას ჭამადსა დღითი-დღე მიღებად იკდემენ, არამედ ორ-ორით, გინა სამ-სამით, ანუ თუ ექუს-ექუსითცა იხილვენ გემოსა ჭამადისასა. ე...

სრულად ნახვა