მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ესაიასი 1:12

11. რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი, _ რამეთუ სავსე ვარ მე ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს.12. არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ?13. უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა.
წინასწარმეტყველება ესაიასი თავი 1
12. არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ?
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხილვა, რომელი იხილა ესაია“ ().

1.

წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს ან იმიტომ, რომ ამ ხილვისას წინასწარმეტყველები ბევრ მომავალ ამბავს ჭვრეტდნენ, როგორც მიქეამ იხილა გაფანტული ხალხი, ხოლო ეზეკიელმა - ტყვეობა და მზისა და თამუზის თაყვანისმცემელთა ურჯულოება; ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა სმენა, რომელიც მათ ღმერთისგან ჰქონდათ, არაფრით ჩამოუვარდებოდა ხილვას, არამედ ისევე უტყუარად არწმუნებდა, როგორც ხილვა; ასეთი რამ ყოფით საქმეებში არ ხდება. რადგან იმას, რომ ისინი დანარჩენ ადამიანებზე სხვაგვარად ისმენდნენ, ასე ამბობს: „შემძინა მე ყური სმენად“ (). ხოლო როცა წინასწარმეტყველებას „ხილვას“ უწოდებს, სიტყვას სანდოსაც ხდის, მსმენელსაც აღძრავს და იმისკენ მიმართავს, ვინც ეს საქმეები აჩვენა. რადგან ყველას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. უსხეულო მსახურება და მსხვერპლთა უარყოფა:

...(). „ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს“ (). „ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა“ ()? თუმცა მსხვერპლებზე მრავალი სიტყვაა ნათქვამი; მაგრამ იგი მათზე სჯულს იმიტომ კი არ ადგენს, რომ ეს უპირველესად თვითონ სურდა, არამედ იმიტომ, რომ მათ უძლურებამდე დამდაბლებით ეშვებოდა. იერემიაც ამბობს: „რაჲსათჳს გუნდრუკსა საბაჲთ მომართუამთ მე და კინამომოსა ქუეყანით შორით“ ()? და, შეიძლება ითქვას, ყველა წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ამაში დიდი არაფერია. ამიტომ თვითონაც დაწყებისას ასე თქვა: „ღმერთი შენი ვარი მე“ (); და აქედანვე აჩვენებდა, რომ ასეთი მსახურების წესი მისი ღირსი არ არის.

რადგან ღმერთს კვამლითა და შეწირულის სუნით კი არ უნდა ემსახურებოდნე...

სრულად ნახვა