მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება დანიელისა 3:37

36. რომელთა სთქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: განვამრავლო თესლი თქუენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქჳშა ბაგისა თანა ზღჳსა,37. რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს.38. და არა არს ჟამსა ამას მთავარი, და წინაწარმეტყუელი, და წინამძღუარი, არცა ყოვლადდასაწველი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი ნაყოფებად წინაშე შენსა.
წინასწარმეტყველება დანიელისა თავი 3
37. რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 122-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ზეცისკენ მზერა და წყალობის ვედრება:

...ფსალმ 122:4). ხედავ შემუსვრილ გონებას? წყალობით ხსნას ითხოვენ; და წყალობასაც კი არა ისე, თითქოს ღირსებით ეკუთვნოდეთ, არამედ იმიტომ, რომ დიდი სასჯელი მოიხადეს, როგორც დანიელიც ამბობს: „შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა“ (). ამასვე ამბობენ ისინიც თავიანთ ვედრებაში: უკიდურესი უბედურება გადავიტანეთ, სამშობლოსა და თავისუფლებას მოვაკლდით, ბარბაროსთა მონები გავხდით, შეურაცხყოფილნი დავრჩით, შიმშილით, ტანჯვითა და წყურვილით დავიქანცეთ, შეგვაფურთხეს, შეგვთელეს და მთელი დრო ასე გავატარეთ; ამიტომ მოგვიტევე და შეგვიწყალე. რას ნიშნავს „უფროჲსად აღივსო სული ჩუენი“ ()? თვით ჩვენი სულიც, ამბობს, მოუძლურდა და ბოროტებათა სიდიდით დაშრა. ხომ შეიძლება ბევრს მძიმე რამ შეხვდეს, მაგრამ მამაცურად იტანოს. ჩვენ კი, ამბობს, ესეც დავკარგეთ: გასაჭირში ვშფოთავთ და ვიმუსრებით. რადგან პატივებით ჯეროვნად ვერ ისარგებლეს, ღმერთი საწინააღმდეგოებ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...ფსალმ 113:22). ხედავ კურთხევის სხვა სახესაც - მოდგმის გამრავლებას? ამიტომაც სხვაც, საწინააღმდეგოს სასჯელის რიგში წარმოთქვამს და ამბობს: „რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს“ ().

ამ კურთხევით ეგვიპტეში ყოფნის დროსაც სარგებლობდნენ, თუმცა უთვალავი დაბრკოლება იყო: სამუშაოები, ტანჯვა, დამპყრობელთა სისასტიკე; მაგრამ ღვთის სიტყვას ვერაფერი წყვეტდა, და კურთხევის საქმე ისე წინ მიდიოდა, რომ ორას წელიწადში ექვსასი ათასი გახდნენ. მაგრამ მაშინ კურთხევა ამაში იყო, ახლა კი ახალ აღთქმაში - ბევრად უმჯობესში. ამიტომ ამბობს პავლე: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ“ (). და კვლავ: „ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ“ (), „მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა“ (...

სრულად ნახვა