...ქრობა გავმართო. იხილე ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა, იხილე სიკეთე, რომელსაც საზღვარი არა აქვს? სწორედ ამიტომ ამასვე ამბობდნენ სამი ყრმაც. „შევცოდეთ, ურჯულოებით მოვიქეცით, უსამართლობა ჩავიდინეთ“ ()3. რადგან უგრძნობელთაგან ბევრი საკუთარ ცოდვებს ღმერთს მიაწერს, ეს კი ეშმაკის შეთხზულია; ამიტომ ღმერთი, რათა ეს ჩვეულება ძირფესვიანად ამოგლიჯოს, გამუდმებით ამბობს, რომ მათთან სამსჯავრო პაექრობაში შედის.
3. დევნა დამდაბლება და ცოდვის სიბნელე
ამრიგად, ამგვარი რამ შესცოდა პირველქმნილმაც; ამიტომაც ამბობდა: „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე.“ () იუდეველებიც მრავალ ასეთ რამეში სცოდავდნენ. „რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.“ ()...