...გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო“** (); და კვლავ ძველში: „კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ“ (). და სხვაგანაც: „და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა“ ()?
ასევე აქაც მათ, ვინც უღმრთოებასა და გარყვნილებაში იცხოვრა, ტვიროსელნი უწოდა. მაგრამ მათაც დავძლევ, ამბობს, და დავიმორჩილებ; და ისე დავიმორჩილებ, რომ თაყვანისცემამდეც მივიყვან მათ; და არა უბრალოდ თაყვანისცემამდე, არამედ ძღვენისა და პირველნაყოფის შეწირვამდეც, რაც მსახურების უდიდესი სახეა და უზომო მორჩილების ნიშანი. შემდეგ ამბობს: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“ (). რას ნიშნავს „ლიტანიობდენ“? ეს ნიშნავს: ახლა დიდნი და მაღალნი მას პატივს მიაგებენ და განადიდებენ. რადგან ეკლესიაშიც ეს ხდება: სათნოებით მცხოვრებთ ყოველნი პატივს მიაგებენ და ე...