...არამედ დაფარულსა გონებისა მათისასა განიცდიდა გამოცხადებითა ღმრთისაჲთა და ზუაობასა მათსა და სიქადულსა დაამჴობდა, ვითარცაიგი პირველ ესაია ქმნა, რომელი-იგი მთავრად სოდომელთა უწესს მათ და ერად გომორელთა. და სხუაჲ წინაწარმეტყუელი იტყჳს: „არა შვილნი ჰინდოთანი თქუენ ხართა?“ და ყოველნივე ესრეთ აყუედრებენ მათ. არამედ წინაწარმეტყუელნი ცოდვასა შინა ყოფისა მათისათჳს იტყოდეს ესევითარსაო, ხოლო აქა მოქცევასა შინა იხილვებიან და სარწმუნოებასა, რაჲსათჳს უკუე ესრეთ იტყჳს? ვითარცა ვთქუ, დაფარულსა მას გონებათა მათთასა ხედავს და ყოფადსა მას მათ მიერ ქრისტეს მიმართ განდგომილებასა მოასწავებს, ხოლო აწინდელსა ამას საქმესა ზედა არა აბრალებს, არამედ უფროჲსად აქებს მოსლვასა მას მათსა ნათლის-ღებად, რამეთუ არა თუ ესრეთ ჰრქუა, თუ: რად მოხუედით ჩემდა, არამედ უფროჲსად უკჳრს მოსლვაჲ იგი, თუ ვითარ უძლეს ფრიადისა მის უკეთურებისაგან განფრთხობად და სინანულისა მოჴსენებად, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რაჲ არს საკჳრველი ესე, ვითარ თქუენ მოიგონეთ მოსლვაჲ სინანულად, ნაშობნო იქედნის მსგავსთა მათ მშობელთანო და აღზრდილნო ყოვლითა სიბოროტითა, ვითარ იქმნა უცხოჲ ესე შეცვალებაჲ? ვინ მოალბნა ფიცხელნი ეგე გულნი თქუენნი, ვინ განჰმართნა განდრეკილნ...
წინასწარმეტყველება ამოსისი 9:7
6. აღმაშენებელი ცად მიმართ აღსავალსა მისსა და აღთქმასა მისსა ქუეყანასა ზედა დამაფუძნებელი, მიმწოდებელი წყალსა ზღჳსასა. და მიმფენელი მისი პირსა ზედა ქუეყანისასა უფალი ყოვლისა მპყრობელი - სახელი მისი.7. და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა ძენი ისრაჱლისანი? - იტყჳს უფალი. არა ისრაჱლი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და უცხოტომნი კაპპადოკიაჲთ და ასური მთხრებლით?8. აჰა, თუალნი უფლისა ღმრთისანი მეფობასა ზედა ცოდვილთასა და აღვიღო იგი პირისაგან ქუეყანისა, გარნა რამეთუ არა სრულიად აღვიღო სახლი იაკობისი. - იტყჳს უფალი, -
წინასწარმეტყველება ამოსისი თავი 9