...ასა და უსაზღვროებას წარმოაჩენს: არსებობაში მოჰყავს ის არსებები, რომლებიც არ არსებობდნენ, შექმნილთაც ცვლის და რადაც ნებავს, იმად გარდაქმნის.
2. სტიქიონთა გარდაქმნა და რჯულის ნიჭი
ამასვე სხვა წინასწარმეტყველიც ცხადყოფდა, როცა ამბობდა: „რომელი იქმს ყოველთა და გარდაჰმზადებს“ (). თუმცა ისინი ბუნების უძრავი საზღვრებით არიან შეკრულნი, მაგრამ, როცა მას ენება, ეს საზღვრები იხსნება. რადგან ყველაფერი მას უთმობს და მის წინაშე იხრება. ზოგჯერ თვით არსებებს გარდაქმნის, ზოგჯერ კი, როცა არსებები უცვლელად რჩებიან, მათ სხვა მოქმედებაზე გადაიყვანს: საკუთარ, მათთვის წილადხვდომილ მოქმედებას მოსვენებას ანებებს, ხოლო სხვა, საწინააღმდეგო მოქმედებას ავლენს. სწორედ ეს მოიმოქმედა მან ღუმელშიც. ცეცხლი იყო, მაგრამ არ წვავდა; მასში ჩაყრილნი კი თითქოს უტკბილესი ცვრის სიტკბოებას ეზიარებოდნენ. იუდეველთა წინაშე ზღვა იყო, მაგრამ წყლები მათ არ ნთქავდა; პირიქით, ისინი თითქოს კლდეზე უფრო მყარ გზაზე გადადიოდნენ. დათან...