მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამოსისი 5:9

8. რომელი იქმს ყოველთა და გარდაჰმზადებს და ქცეულ-ჰყოფს ცისკრად, აჩრდილსა სიკუდილისასა და დღისა ღამეებად გარდამზადი, რომელი მოუწოდს წყალსა ზღჳსასა და მიჰფენს მას პირსა ზედა ქუეყანისასა, უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.9. განმყოფელი შემუსრვისაჲ ძალსა ზედა და სისუსტისა სიმაგრესა ზედა მომწევნელი10. მოიძულეს ბჭეთა ზედა მამხილებელი და სიტყუა ღირსი მოიძაგეს.
წინასწარმეტყველება ამოსისი თავი 5
9. განმყოფელი შემუსრვისაჲ ძალსა ზედა და სისუსტისა სიმაგრესა ზედა მომწევნელი

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სიმდაბლის ამაღლება და ბერწის ნაყოფიერება:

...მ 112:7). რადგან მცირეების აღზევებაც დიდი და მეტად გამოუთქმელი ძალის საქმეა. სხვაგან კი საწინააღმდეგოსაც წარმოაჩენს: რომ დიდებსაც ამდაბლებს, როცა ასე ამბობს: „განმყოფელი შემუსრვისაჲ ძალსა ზედა და სისუსტისა სიმაგრესა ზედა მომწევნელი“ (). აქ კი ნათქვამია, რომ მცირეების აღზევება შეუძლია. ამ სიტყვას, მაშ, ზოგადი მნიშვნელობაც აქვს. ხოლო თუ ვინმე მის ანაგოგიური აზრით გაგებასაც მოისურვებს, ამას წარმართებზე აღსრულებულად დაინახავს და ამასვე ჩვენს ადამიანურ ბუნებაზეც იხილავს ქრისტეს მოსვლისას. რადგან რა არის ჩვენს ბუნებაზე უფრო გლახაკი? მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი აღადგინა და ჩვენს პირველნაყოფთან ერთად ზეცად აიყვანა და მამობრივ საყდარზე თანადასვა.

და კიდევ: „და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასუას იგი მთავართა თანა, მთავართა თანა ერისა მისისათა;“ ()....

სრულად ნახვა