მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამოსისი 1:2

1. სიტყუანი ამოსისნი, რომელნი იქმნნეს კარევარიმს შინა თეკუეთ გამო, რომელნი იხილნა იერუსალჱმისათჳს შორის დღეთა ოზიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და შორის დღეთა იერობოამ, ძისა იოასიისისა, მეფისა ისრაჱლისათაჲსა, პირველ ორითა წლითა ქუეყანისა ძრვისა.2. და თქუა: უფალმან სიონით ჴმა-ყო და იერუსალიმით მოსცა ჴმაჲ თჳსი და იგლოვდეს საძოვარნი მწყემსთანი და განჴმა თხემი კარმელისაჲ3. და თქუა უფალმან: სამთა ზედა უთნოებათა დამასკისათა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ მით, რამეთუ განჰხერხვიდეს ხერხითა რკინისათა მუცელქუმულთა გალაადთასა.
წინასწარმეტყველება ამოსისი თავი 1
2. და თქუა: უფალმან სიონით ჴმა-ყო და იერუსალიმით მოსცა ჴმაჲ თჳსი და იგლოვდეს საძოვარნი მწყემსთანი და განჴმა თხემი კარმელისაჲ

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. დაფარული ცოდვა და მოყვასის ზრუნვა:

...წინასწარმეტყველი თვით უგრძნობელ სტიქიებსაც კი მოუწოდებს საერთო ბოროტებათა გამო გლოვის განვრცობისა და თანაზიარობისკენ და ამბობს: „განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად“ (). და კვლავ: „განჴმა თხემი კარმელისაჲ“ (); „იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან“ (). უსულო ქმნილებანი გლოვობენ, კვნესიან და მეუფესთან ერთად მრისხანებენ; შენ კი, გონიერი არსება, არ გტკივა? არ ამხილებ, ღვთის კანონთა მკაცრ დამცველად არ დგები, არამედ თანაზიარიც ხდები? და რა შენდობა შეიძლება გქონდეს? ნუთუ ღმერთს შურისმაძიებელი სჭირდება? ნუთუ შემწეთა საჭიროება აქვს? არამედ სურს, რომ ამის მსახური გახდე, რათა იმავე ცოდვებში არ ჩავარდე: სხვის ცოდვაზე აღშფოთებისას უფრო ფხიზელი და თავშეკავებული გახდე და ამითაც შენი ღვთისმოყვარეობა აჩვენო.

როცა სხვის ცოდვას გვერდს აუვლი, მის გამოსასწორებლად არაფერს მოიმოქმედებ და არც...

სრულად ნახვა