მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება ამბაკუმისი 1:13

12. არა შენ დაწყებითგან უფალი ღმერთი წმიდაჲ ჩემი ხარ? და არა მოვკუდეთ! უფალო, მსჯავრად დააწესე იგი და დამბადე მე მხილებად სწავლისა მისისა.13. წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა. რად ზედ დაჰხედვა შეურაცხისმყოფელთა ზედა დაიდუმებ შთანთქმასა უთნოსაგან მართლისასა?14. და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა, და ვითარცა ქუეწარმძრომელთა არ მქონებელთა წინამძღუარისათა?
წინასწარმეტყველება ამბაკუმისი თავი 1
13. წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა. რად ზედ დაჰხედვა შეურაცხისმყოფელთა ზედა დაიდუმებ შთანთქმასა უთნოსაგან მართლისასა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 142-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღმრთის საქმეთა ხსოვნა და დაცემულთა აღდგომა:

...12. ამიტომ, როცა რაიმე ბოროტს ჩავიდენთ, ღმერთი პირს იბრუნებს. რადგან ამბობს: „წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა“ ().

ამიტომ პირს იბრუნებს მათგანაც, ვინც სასოწარკვეთას მისცემია. ამიტომ ამბობს: „და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?“ (). მაშ, ამ სათნოებას ვესწრაფოთ, რათა მისი პირი ჩვენკენ მოვაქციოთ და ბოროტების უფსკრულებში არ ჩავცვივდეთ, სადაც დიდი სიბნელე იპყრობს. დაცემულებსაც შეუძლიათ კვლავ აღდგნენ. ამიტომ დაცემულები ქვემოთ დაგდებულნი არ უნდა დარჩნენ. ხოლო ცოდვის ბუნება ისეთი ორმოა, რომელსაც მძვინვარე მხეცები ჰყავს და სიბნელით არის სავსე. ამიტომ ორმოში ჩავუშვათ წერილთა თოკები...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 10-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის სასოება და ამქვეყნიური მახეები:

...ენ დროს და ამაში დაიხარჯებიან. შემდეგ მიზეზიც მოდის: ყოველივეს მხედველი არ დაუშვებს, რომ ეს დაუსჯელად ჩაიაროს. ამასვე ამბობს სხვა წინასწარმეტყველიც: „წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა“ (); ამასვე ესეც წარმოაჩენს, როცა ამბობს: „რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა“ (). ღვთისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი ეს არის: მართალი საქმეები და სისწორე შეიწყნაროს; ხოლო სხვაგვარად მიმდინარე საქმეებს ბოლომდე ვერ მოითმენს. ამიტომაც ფსალმუნის დასაწყისში ამბობდა: „უფალსა ვესავ; ვითარ ეტყჳთ სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა, ვითარცა სირი?“ ().

რადგან ისინი, ვინც ამქვეყნიურზე არიან მინდობილნი, ბეღურაზე უკეთეს მდგომარეობაში არ არიან: იგი უდაბნოს იმედად მყოფი ყველასთვის ადვილად დასაჭერი ხდება. ასეთია ისიც, ვინც ფულზე ამყარებს სასოებას. ...

სრულად ნახვა