...ს: „განეშორე ესევითართა მათგან“ (). არ უთქვამს: პირისპირ შეებრძოლეო, არამედ: განეშორე, ანუ გვერდი აუქციე. რადგან ამბობს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე“ (). ამით აჩვენებს, რომ მათი უმეცრება არა იმდენად უცოდინარობით, რამდენადაც დაუდევრობით არის გამოწვეული. რადგან როდის შეძლებ ფულის გამო მებრძოლი ადამიანების დარწმუნებას? ასეთებს სხვაგვარად ვერ დაარწმუნებ, თუ კვლავ არ მისცემ; და არც ასე აუვსებ მათ სურვილს.
რადგან, ამბობს, „ანგარების მოყვარის თვალი წილით არ ძღება“ ()1. ამიტომ, რადგან გამოუსწორებლად არიან, საჭიროა, რომ მათ გვერდი ავუქციოთ. ხოლო თუ იმას, ვისაც ბრძოლა დიდად ევალება, ურჩევს, პირისპირ არ შეეჯახოს და არ ჩა...