...რადგან ზედმიწევნით მკაცრი ცხოვრების მოთხოვნა საქმეს ვიწრო ჩარჩოში მოაქცევდა, სწორედ ამიტომ მოითხოვა ზომიერი სათნოება. რადგან ყოველ ქალაქში წინამძღვარი უნდა დადგენილიყო; მოისმინე, როგორ წერს ტიტეს: „რაჲთა ... და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ“ (). მაგრამ რა, თუ კეთილი მოწმობა და კარგი სახელი აქვს, თვითონ კი ასეთი არ არის? უპირველესად, ეს ძნელია; რადგან სასურველია, მართალთ მტრებთანაც მართალი სახელი ჰქონდეთ. მაგრამ აქ მან მხოლოდ ამას არ დასჯერდა; არ თქვა: საჭიროა მას მოწმობა ჰქონდესო, არამედ: საჭიროა მას მოწმობაც ჰქონდესო, როგორც სხვა თვისებებთან ერთად ესეც; რადგან ნამდვილად მხოლოდ ეს არ არის საჭირო.
მაშ, რა, თუ მასზე ცუდს ამბობენ ფუჭად და შურის გამო, მით უმეტეს, როცა წარმართები არიან? ასე არ არის; რადგან დაუძრახავი ცხოვრების მქონეს ისინიც კი პატივს სცემენ. როგორ? — იტყვის ვინმე. მოისმინე, როგორ ამბობს პავლე თავის...