...ურწმუნოზე უარესია, მაშინ სად დადგება ის, ვინც სახლეულებს უსამართლოდაც ექცევა? ვის გვერდით დადგება? მაგრამ რწმენა როგორ უარუყვია? ამბობს: „ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“ (). და რა უბრძანა ღმერთმა, ვისაც ვერწმუნეთ? „თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო“ (). და როგორ სწამს ასეთ კაცს, ღვთის უარმყოფელი რომ გამხდარა? დავფიქრდეთ ყველანი, ვინც ფულის დაზოგვის გამო თავისიანებს უგულებელვყოფთ; ღმერთმა ნათესაობითი კავშირიც ამისთვის განაწესა, რომ ერთმანეთისთვის სიკეთის საკეთებლად მრავალი საფუძველი გვქონოდა. ამრიგად, როცა იმასაც არ აკეთებ, რასაც ურწმუნო აკეთებს, განა რწმენა არ უარყავი?
ამრიგად, რწმენა ის კი არ არის, რომ მხოლოდ აღიარებით გწამდეს, არამედ რწმენის შესაფერისი საქმეებიც უნდა წარმო...