....
ამბობს: „მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ“ (). მოუსმინე სტეფანეს, რომელიც ამბობს: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (). იგი არა მხოლოდ მათ დასაწყევლად არ ლოცულობდა, არამედ მათთვის ლოცულობდა კიდეც; შენ კი არა მხოლოდ მათთვის არ ილოცე, არამედ დასაწყევლადაც ილოცე. როგორც ის საკვირველია, ასევე შენ უკიდურესად ბოროტი ხარ. ვის მივიჩნევთ საკვირველად, მითხარი? მათ, ვისთვისაც ილოცა, თუ მას, ვინც მათთვის ლოცულობდა? ცხადია, მას; ხოლო თუ ჩვენ ასე ვაფასებთ, მით უფრო ღმერთი. გსურს, მტერი დაისაჯოს? მისთვის ილოცე, მაგრამ არა ამგვარი განზრახვით, არა როგორც დამსჯელმა; სასჯელი მას მაინც ეწევა, მაგრამ შენ ამ მიზნით ნუ ილოცებ.
თუმცა ნეტარი სტეფანე ყველაფერს უსამართლო...