თარგმანი: სასწაულთა მიერ და კურნებათა ცხად ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა ქრისტეს აღდგომისასა, ხოლო მოწაფენი მოციქულთანი ამის მიერ მადლთა დიდთა ღირს იქმნებოდეს, რამეთუ არავინ იყო მათ შორის ნაკლულევან, არამედ მდიდართა აღავსეს ნაკლულევანებაჲ გლახაკთაჲ, და ურთიერთას სიყუარულითა ყოველთა შორის საცნაურ ყვეს მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ არცაღა ჴელთა მიცემად იკადრებდეს, არამედ ფერჴთა თანა მოციქულთასა დასდებდეს საფასესა თჳსთა სახლთა და აგარაკთასა, რაჲთა ვითარცა სულნი, ეგრეთვე ჴორცნი და სიმდიდრენი თჳსნი მათდა განსაგებელ ყვნენ და არა თჳთ განუყოფდეს, რაჲთა არა მათ ზუაობაჲ და უღონოთა განსაყოფელისათა სირცხჳლი შეემატოს, არამედ ვითარცა ზოგადსა საუნჯესა შინა შეჰკრებდეს, და მიერ ყოველნი სწორად მიიღებდეს, რაჲთა არღარა ჩნდეს მდიდარი და გლახაკი, არამედ ყოველნი სწორ, და რაჲთა ერთბამად სხუათა ჴელისაგან გამოიზარდებოდინ, ვითარცა ძმანი ქრისტეს მიერ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 4:34
...დამორჩილებულ მდგომარეობას აღნიშნავს, უფრო კი — დიდ დამორჩილებას. და თუ გსურს დამორჩილების სიძლიერე შეიტყო, მოისმინე: ამბობს, „რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“ (). სხვები კი ქონებასთან ერთად სულსაც სწირავდნენ. რადგან ამბობს: „რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს“ (). სხვების შესახებაც წერდა და ამბობდა: „შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე“ (). კორინთელებსაც სწერდა პავლე და ამბობდა: „რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ“ (), ასე თრთოდნენ ისინი მოციქულთა წინაშე და ეშინოდ...
...მართლაც, თვით ფულითაც რა იქნებოდა მოციქულებზე უფრო მდიდარი, რომელთათვისაც ყოველივე, ვითარცა წყაროებიდან, ისე მოედინებოდა? „რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“ (). ხედავ სიმდიდრის კეთილშობილ სიუხვეს? ყველას ქონებას ფლობდნენ, მაგრამ ქონებაზე ზრუნვისგან თავისუფალნი იყვნენ და უფრო ქონების განმგებლები იყვნენ, ვიდრე მფლობელები. რადგან მქონებელნი, როცა ფლობას განუდგებოდნენ, ამგვარად მიჰქონდათ იგი მოციქულებთან: თვითონ აქცევდნენ მათ ფულად და განაწილებას კი იმათ ხელმწიფებას ანდობდნენ. ამიტომ ამბობდა პავლე: „ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს“ (). საკვირველი სწორედ ეს არის, რომ ასეთ სიმდიდრეში მყოფნი ქონებაზე მაღლა იდგნენ; რადგან ფულის სიმრავლეც ვერ იპყრობდა მათ. სიმდიდრე სწორედ ეს არის: სიმდიდრე არ გჭირდებოდე...
...მეთა ოდენ ზრუნვად. არა თუ ვერ ეძლო მოციქულთაცა ქონებად დაბნებისა და აგარკებისა, გარნა არა ჯერ-იჩინეს, არამედ წერილ არს „საქმესა მოციქულთასა“, ვითარმედ: „რომელნი პოვნიერ იყვნეს სანახებისანი გინა დაბნებისანი, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი მათი, რომელთა-იგი განყიდიან, და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა“. ხოლო აწ მამათა ჩუენთა იხილეს ამის ნა-თესავისა ულმობელობაჲ და ანგაჰრებაჲ და შეშინდეს, ნუუკუე სიყმილითა მოსწყდენ კრებულნი ესე ობოლთა და ქურივთა და ქალწულთანი; ამის-თჳს უნებლიეთ თავს-იდვეს ამათ მონაგებთა ეკლესიათასა მოგებად. არა უნდა თავთა თჳსთა ამას უშუერსა უცალოებასა მიცემად, არამედ ენება, რაჲთამცა თქუენმიერნი ქველისსაქმენი იყვნეს საუნჯე და შემოსავალ მა-თა, და იგინიმცა განკრძალულ იყვნეს ლოცვასა და მოძღურებასა ერისასა, ხოლო აწ თქუენი ანგაჰრებაჲ მიზეზ ექმნა მღდელთმოძღუართა მიბაძვად ცხორებასა ერისკაცთასა. ამისთჳსცა ყოველივე ზე და ქუე იქმნა. რამე-თუ ოდეს-ესე ჩუენცა ჴორციელთა ზრუნვათა შექცეულ ვართ, ვინ ევედრებოდის ღმერთსა და მოწყალე-ჰყოფდეს ჩუენ ზედა? ამისთჳსცა არა არს ჩუენდა ჟამი აღებად პირისა, რამეთუ არარაჲთა განყოფილ არიან ეკლესიანი სახლთა საერისკაცოთა. არა გასმიესა, ვითარმედ უზრუნველადცა შეკრებულთა საფასეთა განყოფად არა თავს-იდვე...