...ბაჲ მოვიდა ჩუენდა, დაიჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, და ვინაჲთგან ნათელი გამოგჳბრწყინდა, ბნელი არღარა არს, არამედ ჰგიეს მარადის ცხორებაჲ ჩუენ შორის, და სიკუდილი ვერ შემძლებელ არს ძლევად მისა. და ამისთჳს რომელ-იგი მამისათჳს ითქუმის, ძისათჳსცა ითქუმის ჭეშმარიტებით, ვითარმედ: „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვჰგიეთ“; ვითარცა პავლეცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მის მიერ დაებადა ყოველი, და ყოველივე მის მიერ ჰგიეს“. ამისთჳსცა ძირად და საფუძველად ეწოდების.
ხოლო რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“, ნუ ვი-თარცა ორთაგან საქმეთა შეერთებულსა გულისხმა-ჰყოფ ამას, რამეთუ ქუემორე მამისათჳსცა იტყჳს: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მისცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“; არამედ ვითარცა-იგი მამისათჳს არა იტყჳ ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ ორკეცი არს, ეგრეთვე ნუცა ძესა იტყჳ, რამეთუ სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ნათელ არს ღმერთი“; და კუალად იტყჳს: „ნათელსა შინა მკჳდრ არს თუალთშეუდგამსა“. ხოლო ესე ყოველი თქუმუ...