მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 16:2

1. მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ,2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა.3. ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 16
2. რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. დავითისა და პავლეს ლოცვის მაგალითი:

...იყო: შეხედე ქვეყნიერების მოძღვარსაც, როგორ ის, შილასთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდეული, ფეხებით ხუნდებში ჩაჭედილი, მთელ ღამეს ლოცულობდა და ამისგან არც ტკივილი აკავებდა, არც ბორკილები, არამედ კიდევ უფრო დიდ და ცხელ სიყვარულს იჩენდა უფლის მიმართ. „და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა" (). დავითი, სამეფო ღირსებითა და გვირგვინით შემოსილი, მთელ ცხოვრებას ცრემლებსა და ლოცვაში ატარებდა; მოციქული, მესამე ცამდე აყვანილი, გამოუთქმელ საიდუმლოთა ღირსი, ბორკილებში ყოფნისას, შუაღამეს ლოცვებსა და ქებას აღავლენდა უფლისადმი. მეფეც შუაღამეს ადგებოდა და აღსარებას ამბობდა, მოციქულებიც შუაღამეს გულმოდგინე ლოცვებსა და ქებას აღავლენდნენ. მათ მოვბაძოთ ჩვენც, ჩვენი ცხოვრება მუდმივი ლოცვებით მოვზღუდოთ; და ნურაფერი იქნება ჩვენთვის ამის ხელისშემშლელი, — მართლაც, ვერაფერი შეგვიშლის, თუ თავად ვიქნებით ფხიზლად. ხომ არ გვჭირდება ამისთვის განსაკუთრებული ადგილი ან დრო? ყველა ადგილი და ყველა დრო ხელსაყრელია ჩვენთვის ლოცვისთვის. მართლაც ისმინე, რას ამბობს ამავე ქვეყნიერების მოძღვარი: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (). თუ შე...

სრულად ნახვა