თარგმანი: ვიდრემდის ერი იგი ჴმობდა, არარაჲ სიტყუა-უგეს, რამეთუ ლიტონად შფოთებად შეერაცხა, ხოლო რაჟამს მღდელი იგი დიოჲსი საქმით განემზადა დაკლვად კუროებისა, და დადგმითა გჳრგჳნისაჲთა ზორვად მოციქულთა, მაშინ დაიპეს სამოსელი მათი, არა თუ უწესოებით აღძრვითა, არამედ რაჲთა საზარელობითა საქმისაჲთა შეუძლონ დაპყრობად მქანარებასა ერისა აღძრულისასა, და რამეთუ ჩუეულებაჲცა იყო ისრაელთაჲ ამისსა ქმნად, ვითარ-იგი ისო და მის თანა მთავართა დაიპეს სამოსლები მეოტობასა5 ზედა და მოწყუედასა ერისასა კაცთა მიერ ქალაქისა გაისათა. და კუალად, ვითარ-იგი კაიაფა დაიპო სამოსელი, რაჲთა ქრისტესა დასწამოს ღმრთის-მგმობარ ყოფაჲ. გარნა, ვინაჲთგან არა წერით, არამედ მოპოვნებით მოეპოვა ესე ჰურიათა, ამისთჳს ეტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი. ესე უკუე არა-საბაძველი დაპებაჲ სამოსელთაჲ ჟამიერად იჴუმიეს მოციქულთა რაჲთა უჩუენონ ერსა ბრალი ღმრთის-მგმობრობისაჲ, ვითარმედ: ჩუენ თქუენსავე მსგავსად ვნებულნი კაცნი ვართ, ხოლო სასწაული ესე, რომელ გიკჳრს, არა ჩუენი არს, არამედ ღმრთისა, ყოველთა შემოქმედისაჲ. ესრეთ ყოველსა ადგილსა ევლტოდეს...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 14:15
...რადგან, უფრო უხეშნი რომ იყვნენ, მათ ხილული უფრო წარმართავდა, ვიდრე უხილავი.
ამიტომ პავლეც, როცა შედის და ხალხს მიმართავს, მუდამ ხილული ქმნილებიდან იწყებს შესავალს და ამბობს: „რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა“ (); და სიტყვას ყოველთვის წლიური წვიმებიდანაც და ადამიანთა მოდგმიდანაც წარმართავს. რადგან თუ ვიტყვი, რომ მან ქერუბიმები შექმნა, ორგვარი დასაბუთება დამჭირდება: რომ ქერუბიმები არსებობენ და რომ მან შექმნა; ხილულთა შემთხვევაში კი იძულებული ვარ მხოლოდ ის დავამტკიცო, რომ მან შექმნა. ამიტომ სიტყვაც უფრო ადვილია, რადგან ნათქვამს თვით მხედველობა უმოწმებს. რადგან მსმენელი ხედავს სიდიდესაც, მშვენიერებასაც, სარგებლობასაც, მდებარეობასაც და კეთილწყობასაც. ამრიგად, ჩემთვის ერთი რამ არის საზრუნავი: ვაჩვენო, რომ ეს ღმერთმა შექმნა. და რატომ არ მოიხსენია მზე, არამედ მთვარე და ვარსკვლავები? მართლაც, ამის თქმით იმაზეც მიანიშნა....
...უფლისეულთაგან არაფერს ღალატობდა; ამბობდა, რომ ყოველივე უფლისა იყო, თავისი საკუთარი საქმეებიც კი. არ ითვისებდა ღვთის დიდებას. ამის დასტურად მოუსმინე, რას ამბობს პავლე სხვაგანაც: „კაცნო, რასა იქმთ ამას?" ()2. „ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი" (). აი, ეს არის: „სარწმუნოდ შემრაცხა მე" (). და კვლავ სხვაგან ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა" (); და კვლავ: „ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა" (). ამით აჩვენებს იგი თავის თავს სასჯელის ღირსად; რამეთუ წყალობა სწორედ ასეთთა მიმართ აღესრულება....
...ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ ლისტრაში მცხოვრებლებსაც, როგორ დაემართათ ეს პავლესა და ბარნაბას მიმართ და ორივე ღმერთებად ჩათვალეს, როცა პავლემ და ბარნაბამ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და ყვირილით ამბობდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას?“ (). „რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი“ (). და კვლავ, როცა პეტრემ დაბადებიდან კოჭლი განკურნა და ყველა მომხდარით გაკვირდა, მან პასუხად თქვა: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“ (). ახლა კვლავ ნეტარ პავლესაც მოუსმინე, რომელიც ამბობს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო“ ().
მაგრამ, იტყვის ვინმე, აქ საუბარია თავმდაბლობაზე. არამც და არამც,...