მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 8:27

26. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ.27. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?28. და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით.
სახარებაჲ მათესი თავი 8
27. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დასცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანისცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა“ (14,32-34).:

...ვსა მას, დასცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანისცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა“ (14,32-34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ამისა იტყოდეს, ვითარმედ: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“ ხოლო აწ მოუჴდეს და თაყუანი-სცეს მას და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“. ჰხედავა, ვითარ აღამაღლებდა გონებათა მათთა გულისჴმის-ყოფისა კიბეთა? რამე-თუ მაშინ შეჰრისხნა ზღუასა მას და ქართა, ხოლო აწ სხჳთ სახით უჩუენა ძალი თჳსი - სლვითა ზღუასა ზედა და მინიჭებითა პეტრესითა მადლისა მის და განრინებითა მისითა დანთქმისაგან. ამისთჳსცა უმეტესად სარწმუნოებად მოვიდეს და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“.

ხოლო სიტყუასა ამას ზედა ნუუკუე შეჰრისხნაა ქრისტემან? ნუ იყოფინ! უფროჲსღა დაამტკიცა, უმეტესითა რაჲ ჴელმწიფებითა აღასრულნა კურნებანი, ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და...

სრულად ნახვა