...თა, რომელი-ესე ძეობისა სასწაული არს. რამეთუ ძე არა სასყიდლისათჳს სამუშაკოჲსა, არამედ სასოებითა მამულთა კეთილთა მკჳდრობისაჲთა იქმნების აღმასრულებელ ბრძანებათა მამისა თჳსისათა, რომლითა ჩუენცა გამოვაჩინებთ უსაკუთრესსა ძეობასა და ზეცათა კეთილისა მკჳდრ ჩინებულობასა, რაჟამს ვჴმობდეთ: "მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა" (), ვითარ-იგი გუასწავა მაცხოვარმან. ამისთჳსცა მოციქულმან დაჰრთო ებრაული სიტყუაჲ [... ... აბბა], რომელი გამოითარგმანების: "მამაო", რაჲთა ცხად-ყოს უმეტესი საკუთრებაჲ შვილებისა ჩუენისაჲ.
სხუაჲ ჳკუმენისი: ვითარ-იგი ყოველივე ჰურიათაჲ აჩრდილ და სახე იყო ჩუენისა ამის, ეგრეთვე ძეობაჲცა; რამეთუ ფრიად უმაღლეს არს მათსა მას სახესა ჩუენი ესე ჭეშმარიტებაჲ.
მოციქულისაჲ: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო უკუეთუ შვილ, — მკჳდრცა; მკჳდრ ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესსა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ. (8,16-17).
თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანიცა მამად უწოდდეს ღმერთ...