თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ერთგზის ადგილ-სცა უფალმან მოსლვად ეშმაკისა და ბრძოლად მისა, რაჲთა ჩუენ სახე წინააღდგომისა მისისაჲ გუასწაოს, არა ინება ყოვლადვე ჩუენებად მისა ძალი ღმრთეებისა მისისაჲ და უჩინო-ყოფაჲ მისი ანუ ქუესკნელთა შთაჴდაჲ და გეჰენიასა ცეცხლისასა შეყენებაჲ, რომელ-იგი ადვილ იყო წინაშე მისა, ვიდრეღა დაკამკამებაჲ თუალისაჲ. არამედ ენება, რაჲთა ყოველივე ღონე ბრძოლისა მისისაჲ წარმოიღოს მის ზედა და ყოველსა ზედა მძლე ექმნეს ბუნებითა მით კაცობრივითა, რამეთუ ვითარცა ვიტყჳთ, ვითარმედ ბუნებითა მით ჴორცთაჲ-თა ჭამა და სუა და დაიძინა და დაშურა, ეგრეთვე ბრძოლაჲცა ეშმაკისაჲ თავს-იდვა, რაჲთა ჩუენ ძლევისა მისისა სახე მოგუცეს და ძლეულებაჲ იგი ადამისი განკურნოს. ამისთჳს ადგილ-სცა ყოვლითავე ღონითა კუეთებად მისა, რაჲთა ყოვლით კერძო შეიმუსროს ძალი მტერისაჲ. ხოლო რაჲსათჳს თჳთოეულსა მას ბრძოლასა ზედა ამას სიტყუასა ჰყოფს მტერი დასაბამად: „უკუეთუ ძჱ ხარ უფლისაჲ“? რაჲ-იგი პირველთა მათ კაცთა ზე ქმნა, მასვე ჰბრძავს აქა ქმნად, რამეთუ ვითარცა მაშინ შეასმინა ღმერთი მათა მიმართ და ჰრქუა: „იცოდა ღმერთმან, რამეთუ რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, აღგეხილნენ...
სახარებაჲ მათესი 4:6
5. მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. - ეს იყო ტაძრის ნანილი, რომელთაც ჩვენთან ნეფი (ნავი) ეწოდება და რომელნიც ფრთებს მოგვაგონებენ.
6. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. - უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, - ამით ეშმაკი ეუბნება: მე არ მჯერა ხმისა, რომელიც ზეციდან იყო. თუ ძე ღმრთისა ხარ, მაჩვენე. - მართლაც წყეულო! ღმრთის ძე თუ იყო, თავს გადაიგდებდა? სიცოფით შეპყრობილთა გადაგდება - ეს შენს სისასტიკეს ახასიათებს, ღმერთს კი - ხსნა. ქრისტესთვის კი არ დაწერილა "ხელთა ზედა აღგიპყრან შენ ", არამედ წმინდანებისთვის, რომელთაც ანგელოზთა შემწეობა მართლაც სჭირდებათ; ხოლო ქრისტე, რომელიც ღმერთია, ამას არ საჭიროებს.
7. ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. - მშვიდად იგერიებს მას ქრისტე და ჩვენც გვასნავლის, რომ დემონებზე სიმშვიდით გავიმარჯვოთ.
...ონათ, რაიმე დიდს წარმოიდგენდა მის შესახებ?
2. დაფარული მოსვლა და ცხადი სამსჯავრო
და რას ვამბობ ადამიანებზე? თვით ეშმაკისთვისაც კი დაფარული იყო იგი; რადგან რომ სცოდნოდა, ამდენი ხნის შემდეგ მთაზე არ ჰკითხავდა: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ“ (), და ამას არც ერთხელ, არც მეორედ და არც მესამედ გააკეთებდა. ამიტომ, როცა იოანე ქრისტეს გამოცხადებას იწყებდა, ქრისტე მასაც ეუბნებოდა: „აცადე აწ“ (), ანუ: „დუმე ახლა; ჯერ არ არის ჟამი განგებულების გამოუთქმელი საიდუმლოს გამოცხადებისა; ჯერ კიდევ მინდა, ეშმაკისთვის დაფარული ვიყო; ამიტომ დუმე“, ამბობს; „რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა“ (). და მთიდან ჩამოსვლის შემდეგ უბრძანა, არავისთვის ეთქვათ: „რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე“ (). მაშინ ხომ მოვიდა როგორც მწყემსი, გზააბნეული ცხვრის საძებნელად და, რადგან გაქცეული ნადავლის დაჭერა სურდა, საკუთარ თავს ჩრდილით ფარავდა....