მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 3:15

14. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?15. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას.16. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.
სახარებაჲ მათესი თავი 3
15. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (3,15).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესმა ბრძანებაჲ მეუფისაჲ და მეყსეულად მორჩილ ექმნა, რამეთუ არა იყო მაცილობელ უწესოდ, არამედ შიშიცა იგი და სიყუარული აჩუენა და მორჩილებაჲცა წინაუყო. ხოლო იხილე, ვითარ უბრძანებს უფალი, „ესრეთ შეჰგავსო“, რამეთუ ვინაჲთგან იგი ჰგონებდა, თუ შეუმსგავსებელ არს საქმე ესე, რაჲთამცა მონისაგან ნათელ-იღო უფალმან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რომელსა-ეგე ჰგონებ შეუმსგავსებელად, უფროჲსღა შეჰგავს და ჯეროან არს. აცადე უკუე აწ, რამეთუ არა მარადის ესრეთ ყოფად არს, გარნა აწ განგებულებისა მისთჳს.

„აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შეჰგავს ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“. სიმართლედ ამას ადგილსა აღსრულებასა მას იტყჳს მცნებათა რჩულისათა: ვინაჲთგან ყოველნი მცნებანი აღმისრულებიან და ესე ხოლო ნაკლულევან არს, ჯერ-არს ამისიცა აღსრულებაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვედ, რაჲთა დავჴსნა წყევაჲ იგი, რომელი დადებულ არს გარდასლვისათჳს შჯულისა. ესრეთ უკუე შეჰგავს, რაჲთა პირველად მე აღვასრულო ყოველივე და გიჴსნე თქუენ სასჯელისაგან და ესრეთ დავაცადო წესი იგი შჯულისაჲ. შეჰგავს უკუე ჩემდა აღსრულებად შჯული იგი ყოვლით კერძო, რაჲთა ესრეთ დავჰჴსნა წყევაჲ იგი, აღწერილი თქუენთჳს შჯულსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი III
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
3:13-15 — რატომ ინათლება ქრისტე იოანესგან:

13-14. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა. - ნმინდა ინათლება, რათა ჩვენ განგვბანოს და გვიჩვენოს, რომ უკეთუ მონათვლა გვსურს, ჯერ უნდა განვიწმიდოთ, რათა ნათლობა არ შევაგინოთ. შემდგომად მისა ადვილია ცოდვაში ჩაფლობა უკეთური ჩვევის გამო. იოვანე მას აყენებს, რათა მხილველთ არ ეფიქრათ, რომ ვითარცა ერთი მრავალთაგანი, ქრისტეც მოსანანიებლად ინათლებოდა. მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღებაჲ. - განწმენდას უფლისაგან წინამორბედიც საჭიროებდა, რადგან ვითარცა ადამისგან წარმომავალი, საძაგელი ურჩობის ტვირთს ისიც ატარებდა, მაგრამ ქრისტემ ყველა განწმინდა. და შენ ჩემდა მოხუალა? - ვერ გაკადნიერდა, რომ ეთქვა: "და შენც ჩემგან ინათლები?" - იმდენად მოერიდა.

15. მიუგო იესუ და პრქუა მას: აცადე აწ. - ახლა დამითმეო, ეუბნება, დადგება დრო და შესაფერისი დიდება ჩვენც გვექნება, თუმცა ახლა მას არ ვაჩენთო. რამეთუ აწ ესერა შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. - სიმართლეს სჯულს უწოდებს. დაწყევლილია, - ამბობს იგი, - კაცობრივი ბუნება, რადგან სჯულის აღსრულება ვერ შეძლო. ამიტომ სჯულის სხვა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს“ (1,7).:

...ერ ნათელღებული მსგავსად სხუათა კაცთასა იხილო, არა უფროჲსად დაგიკჳრდესა? გარნა ნუ შეშფოთნები ამას ზედა, არამედ უფროჲსად გიკჳრდინ მიუწდომელი იგი სახიერებაჲ მისი. უკუეთუ კულა ვინ შეშფოთნებოდის ამას ზედა, ჰრქუას მასცა, ვითარცა იოვანეს, ვითარმედ: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლჱ“. უკუეთუ კულა უმეტჱსად ვინ შეშფოთნეს, ჰრქუას მასცა, ვითარცა ჰურიათა, ვი-თარმედ: „არა თუ წამებასა კაცთაგან მოვიღებ“. რამეთუ არა თუ მას ეჴმარებოდა წამებაჲ იოვანჱსი და ამისთჳს მოივლინა იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ ესე ბოროტი გმობაჲ არს. და უკუეთუ ვინ იტყოდის: და ვითარ იტყჳს მახარებელი: „რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის მიერო“? და თავადი იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არს სხუაჲ, რომელი წამებს ჩემთჳს, და ვიცი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი“, და იოვანეს მოასწავებდა. გარნა გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ ესე, რამეთუ უფალი ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „წამებასა კაცთა მიერ არა მოვიღებ“, და კუალად ოდესმე იტყოდა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს“. და რაჲთა არა თქუან უგულისხმოთა, ვითარმედ თჳსთა სიტყუათა წინააღუდგების, ამის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა: შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან, სატანა! საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“ (16,22-23).:

...შუენიერ არს საქმე ესე. შენ იტყჳ, თუ: „ნუ იყოფინ ესე“, ხოლო მე გეტყჳ, ვითარმედ: ეგე გულისსიტყუაჲ საეშმაკოჲ არს, რაჲთამცა ჯუარ-ცუმაჲ ჩემი არა სათნო-გიჩნდა. ესრეთ დააწყნარა გონებაჲ პეტრესი და განაგდო მისგან შიში და უმეცრებაჲ. ვითარცა-იგი იოვანე აყენებდა რაჲ მისგან ნათლის-ღებად, ჰრქუა მას: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა“; და კუალად, აყენებდა რაჲ პეტრე დაბანად ფერჴთა, ჰრქუა მას: „უკუეთუ არა დაგბანნე ფერჴნი, არა გაქუს ნაწილი ჩემ თანა“. ეგრეთვე აქა სიფიცხითა მით შერისხვისაჲთა დააწყნარა შიში იგი და ურვაჲ, რომელი შეუჴდა პეტრეს ვნებისათჳს უფლისა.

ისმენდედ ყოველნი, რომელთა სირცხჳლ-უჩნს ვნებაჲ იგი ქრისტეს ჯუარ-ცუმისაჲ! უკუეთუ თავსა მას მოციქულთასა პირველ ცნობადმდე საიდუმლოჲსა მის ესრეთ ემხილა და ესმა: „წარვედ ჩემგან, სატანა! რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა“, რაჲ-მე იყოს მათდა, რომელნი შემდგომად ესოდენისა მის გამოცხადებისა საქმეთაჲსა შეურაცხ-ჰყოფენ საიდუმლოსა მას ჯუარისასა?

სწავლაჲ ნდ რაჲთა ვიქადოდით ჯუარ-ცუმისათჳს ქრისტესისა და საცოდ ჩუენდა გუაქუნდეს ჯუარი წმიდაჲ მისი; და სახიერებისათჳს უფლისა

ნუმცა ვის უკუე სირცხჳლ-უჩნს მიზეზი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ და თავი ყოველთა კეთილთაჲ, რომლისა მიერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...ლთა კაცთა შორის ქცევისა მისისათჳს და აღდგომისა და ამაღლებისა ზეცად, ყოველივე იგი ქუეყანად მოსლვითა თჳსითა აღასრულა. ხოლო შჯული იგი ძუელი კეთილადვე აღასრულა, ერთად - თავისა თჳსისა მიერ, რომელ არარას გარდაჰჴდა მცნებათა მისთაგან; და ისმინე, რასა ეტყჳს იოვანეს: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლე“; და ჰურიათა ეტყოდა: „ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათჳს?“ და მოწაფეთა ჰრქუა: „მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არარაჲ პოოს“; და წინაწარმეტყუელი პირველვე მისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოა ზაკუვაჲ პირსა მისსა“.

ერთად უკუე თავისა თჳსისა მიერ აღასრულა იგი, რომელ არარას გარდაჴდა, რომელიმცა არა ჰქმნა წესსა მისსა, და მეორედ ჩუენ მიერცა დაამტკიცა იგი, რამეთუ საკჳრველი ესე არს, რომელ არა თავადმან ხოლო აღასრულა, არამედ ჩუენცა მოგუანიჭა იგი, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „აღსასრული რჩულისაჲ ქრისტე არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეუძლებელი იგი რჩულისაჲ, რომელ უძლურ იყო, ღმერ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...არა იპოა ყოლადვე ბრალი მის თანა, არცა კუალი უდებებისაჲ, და მერმეღა მოვიდა ნათლის-ღებად და ყო იგი აღსასრულ სხუათა მათ მცნებათა აღსრულებისა. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე უკუანაჲსკნელ იყო რჩულიერთა მათ მცნებათა აღსრულებისაჲ, ისმინე, რაჲ-იგი ჰრქუა წინამორბედსა: „ესრეთ შეჰგავსო ჩუენდა აღსრულებად ყოველივე სიმართლე“. ხოლო სიტყჳსა მის ძალი ესე არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ყოველივე წესი და მცნებაჲ შჯულისაჲ აღგჳსრულებიეს, არცა ერთსა მცნებასა გარდასრულ ვართ, ვინაჲთგან უკუე ესე ოდენ ნაკლულევან არს, ჯერ-არს ამისიცა შეძინებაჲ და ესრეთ აღსრულებად ყოველივე სიმართლე. ხოლო სიმარ-თლედ ამას ადგილსა აღსრულებასა მას ყოველთავე მცნებათასა უწოდა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ამისთჳს მოვიდა ქრისტე ნათლის-ღებად მეოცდაათესა წელსა. ხოლო თუ რაჲ იყო განგებულებაჲ იგი ნათლის-ღებისაჲ, რამეთუ ესე ცხად არს, ვითარმედ არა თავით თჳსით მოვიდა იოვანე ნათლის-ცემად, არამედ ღმერთმან უბრძანა მას, ვითარცა გუასწავებს ლუკა და იტყჳს, ვითარმედ: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს“, და თავადი იოვანე იტყოდა: „მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული...

სრულად ნახვა