მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:23

22. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე.23. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.24. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ.
სახარებაჲ მათესი თავი 25
23. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი მეუფჱ გზასა და მოუწესნ მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერ-თი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და წარვიდა. და მეყსეულად წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და ქმნა მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისა. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. და წარდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. და მოვიდა, რომელსა-იგი ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. შემეშინა და წარვედ და დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: უკეთურო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო დადებად შენდა ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და მონაჲ იგი უჴმარი განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (25,14-30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლადვე ესრეთ არს განგებულებაჲ უფლისაჲ. არა მეყსეულად მოჰჴდის სიტყუასა და ეძიებს საქმესა. რამეთუ ვენაჴისა მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა“, და აწ აქა არწმუნა ქანქარი იგი, რომელ არს ტალანტი, და წარვიდაო, - რაჲთა სცნა სულგრძელებაჲ მისი. ხოლო მოსლვასა იტყჳს მეორესა მას, ოდეს-იგი იქმნას აღდგომაჲ მკუდართაჲ და დაჯდეს უფალი განკითხვად. ხოლო აქა არა იჴსენებიან მუშაკნი და ვენაჴი, რამეთუ არა მთავართა მიმართ ოდენ არს, არცა ჰურიათა სიტყუაჲ ესე, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს მორწმუნე-თა. და რომელნიმე წარმოუდგებიან და აღიარებენ მის მიერ მიცემულსა მას მადლსა და უჩუენებენ თჳს[ს]ა საქმესა და ჰმადლობენ, რამეთუ მის მიერ მიიღეს მიზეზი საქმისაჲ მის და მისდად აღიარებენ ყოველსავე. ამის-თჳს უფალიცა მადლიერ არს და სახიერით უწესს, რამეთუ სახიერ ექმნეს მოყუასთა, და სარწმუნოდ სახელ-სდებს, რამეთუ ქანქარი იგი განამრავლეს, და უბრძანებს სიხარულსა მას საუკუნოსა შესლვად; ესე არს თავი ყოვლისა ნეტარებისაჲ.

ხოლო უდებმან მან და მედგარმან მონამან ჰრქუა: „უწყოდე, რამეთუ ფიცხელ ხარ“;...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:20-30 — ანგარიშსწორება მონებთან:

20-30. და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი...

სრულად ნახვა
სიტყვა ივ-სა კვირიაკესა, თქმული, ქუთაისს სობოროსა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ჰრქვა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა (მატ. კე. კა).

ესრეთ უთხრა უფალმან მონასა მას, რომელმან, მიიღო რა ორი მხოლოდ ტალანტი, ანუ ნიჭი, კეთილგონიერად იხმარა იგი, განამრავლა და ნაცვლად ორისა წარუდგინა უფალსა თვისსა ოთხი. ამავე სიტყვათა გავიგონებთ ჩვენცა ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, უფლისაგან მეორედ მოსვლასა მისსა, უკეთუ გონიერათ მოვიხმართ და განვამრავლებთ ტალანტთა, ანუ ნიჭთა, რომელთა ღმერთი მისცემს თითოეულსა კაცსა, ანუ თვით შობითგანვე, ანუ განგრძობასა შინა ცხოვრებისა მისისა. მრავალთა მათ ტალანტთაგან რომლითა ღმერთი შეამკობს კაცსა, ჩვენ დღეს ვიფიქროთ მხოლოდ ორთა უმაღლესთა და უძვირფასესთა ნიჭთათვის, რომელნი ზეცადმი აღამაღლებენ ბუნებასა კაცისასა, ესე იგი, სინიდისისა ანუ ნამუსისათვის და მეორედ სარწმუნოებისა ანუ საღმთო სჯულისათვის.

აჰა, ორნი იგი საღმრთონი ტალანტნი, ანუ ქანქარნი, რომელნი მიანიჭა ყოველსა კაცსა უფალმან ღმერთმან, ხოლო კაცმან უნდა ასარგებლოს და ერთი ორად წარუდგინოს ღმერთსა.

ვსთქვათ პირველად სინიდისისათვის. რაი...

სრულად ნახვა
მოძღვრება თქმული ქუთაისს, დღესა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელსა, სეკტემბ. იბ-სა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო ქრისტიანენო! დღეს წაკითხულისა სახარებისაგან გესმათ თქვენ იგავი, რომელი მაცხოვარმან ჩვენმან ჰრქვა მოწაფეთა თვისთა. სასუფეველი ღვთისა, სთქვა უფალმან, ემსგავსება კაცსა, რომელმან მოუწოდა თვისთა მონათა და მისცა მათ ტალანტნი, ანუ დიდ-ფასნი ვერცხლნი, თვითეულსა ძალისამებრ მისისა. ერთსა მათგანსა მისცა ხუთი ტალანტი, მეორესა ორი, ხოლო მესამესა ერთი და უბრძანა მათ, რათა ამუშაონ, ანუ ასარგებლონ იგინი და განამრავლონ. პირველმან მონამან ასარგებლა ხუთი თვისი ტალანტი და მოიგო სხვა ხუთი; ესრეთვე ქმნა მეორემან: ორითა მით ტალანტითა მოიგო სხვა ორი; ხოლო მესამე წარვიდა და დაჰფლა ტალანტი თვისი მიწასა შინა და მით დაღუპა იგი. შემდეგ რაოდენისამე ჟამისა მოუწოდა კაცმან მან მონათა თვისთა, აქო და განადიდა ორნი იგი მონანი, რომელთა კეთილად მოიხმარეს თვისნი ტალანტნი, ხოლო აყვედრა და მისცა სასჯელსა უხმარი იგი მონა, რომელმან არა მოიხმარა ვერცხლი თვისი.

რასა ნიშნავს, ძმანო, იგავი ესე? ნიშნავს შემდეგსა: კაცი იგი, რომელმან დაურიგა ტალანტნი, არს თვით ღმერთი: მონანი, რომელთა მიიღეს ვერცხლი, ვართ ჩვენ ყოველნი ადამიანნი; ხოლო ტალანტნი ნიშნავენ ყოველსა ნიჭსა, ესე იგი,...

სრულად ნახვა
საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ქანქართა იგავი და მასწავლებლის მოვალეობა:

...: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე"** (მათ 25:14–15, 19–20). დიდია მონის კეთილგონიერებაც და უხვია უფლის კაცთმოყვარეობაც. მართლაც, რას ეუბნება? „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (). რაკი, ამბობს, დიდი კეთილგონიერება გამოავლინე შენზე რწმუნებულის გამოყენებაში, ღირსი ხარ, რომ კიდევ მეტი გენდოს. „მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე" (). დიდი მზრუნველობა აქვს ამ მონასაც თავისი უფლის ქონებაზე; ამიტომ ისიც იმავე ჯილდოს ღირსდება, რასაც პირველი. მაგრამ რატომ ღირსდება ორი ქანქარის მომტანი თანასწორ პატივს ხუთი ქანქარის მომტანთან? ეს სამართლიანია, — იმიტომ, რომ მეტ-ნაკლები შესაძინი არა ერთის გულმოდგინებითა და მეორის უდარდელობით განსხვავდებოდა, არამედ მათთვის რწმუნებული ქანქარების რაოდენობით. რაც შეეხება მათ მოშურნეობას — ორივემ თანაბრად გამოიჩინა; ამიტომ ჯილდოც თანაბარი მიიღეს.

2. ბოროტი მონა და სულიერი სარგებლის მოთხოვნა

მაგრამ ერთმა მონამ ამის მსგავსი არაფერი გააკეთა; არამედ რა? **„მოვ...

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მოწყალება და ღვთის აღთქმა აბრამისადმი (13:14-16):

...ეძლო იპოვო საშუალება შენი ცოდვების განწმენდისა და უფლისგან გერწმუნებულის კეთილად გამოყენებით იმ ქებას ეღირსო, რომელიც ყოველგვარ სიტყვასა და წარმოდგენას აღემატება, — რადგან გესმის: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა" (). ამის გახსენებით, ღარიბებს როგორც ქველმოქმედებად მივიჩნიოთ, როგორც ისეთ ადამიანებად, რომელთაც შეუძლიათ ცხონების საშუალება მოგვცენ; მოწყალება გულუხვად და ცხელი მოშურნეობით გავუწიოთ, მოწყალების გაცემისას არასდროს გამოვიჩინოთ უკმაყოფილო სახე, არამედ ძალიან მშვიდად ველაპარაკოთ და დიდი მოწყალება გამოვავლინოთ მათ მიმართ. „მიაპყარ ღატაკსა ყური შენი და მიუგე მას მშჳდობისა სიტყუაჲ სიმშჳდით" (), რათა მოწყალების მიცემამდე ალერსიანი სიტყვით გაამხნევო სიღარიბის სიმძიმით შემუსვრილი სული. „უმჯობეს არს სიტყუაჲ მოცემისაგან" (). ასე რომ, სიტყვასაც შეუძლია სულის გამხნევება და დიდი ნუგეშის მინიჭება.

მაშ, მოწყალება უხვად გავცეთ, არა მხოლოდ მიმღებზე ვიყუროთ, არამედ იმაზე ვიფიქროთ, ვინც თავის თავზე მიიღებს ყველაფერს, რაც ღარიბთათვის კეთდება, ვინც ჯილდოს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნვ მეორედ მოსლვისათჳს და ვახშისათჳს:

...ნი ანგელოზნი და ყოველნი კაცნი წარდგომილ იყვნენ შიშით და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა; და რომელთამე ეტყოდის: „მოედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“, და სხუათა ჰრქუას: „ეჰა მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ“; და კუალად სხუათა ჰრისხვიდეს და წარავლენდეს ცეცხლად საუკუნოდ, და რომელსამე უწოდდეს მონად ბოროტად, უკეთურად და მედგარად; და სხჳსა ნაწილსა ორგან განკუეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს; სხუა-თა კუალად უბრძანებდეს შეკრვად ჴელით და ფერჴით და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდის ჟამისა მისგან?

მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, და ფრიად უმეტესცა მზისა. არამედ არაჲ არს ამას სოფელსა უბრწყინვალესი მზისა, ამისთჳს მას მოვიღებთ სახედ მაშინდლისა მის მართალთა ბრწყინვალებისა. რამე-თუ მთასა ზედაცა თაბორსა, რომელ თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე“, ამისთჳს ესრეთ თქუა, რამეთუ არღარაჲ პოა სოფლისა საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალესი მზისა, რაჲთამცა მას მიამსგავსა სახე იგი. უკუეთუ არა, ესე ცხად არს, თუ რაჲზომ უმეტეს იყო ბრწყინვალებაჲ იგი ნათე...

სრულად ნახვა