მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 25:15

14. ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი;15. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა.16. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი.
სახარებაჲ მათესი თავი 25
15. და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი მეუფჱ გზასა და მოუწესნ მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერ-თი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და წარვიდა. და მეყსეულად წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და ქმნა მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისა. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. და წარდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. და მოვიდა, რომელსა-იგი ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. შემეშინა და წარვედ და დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: უკეთურო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო დადებად შენდა ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და მონაჲ იგი უჴმარი განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (25,14-30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლადვე ესრეთ არს განგებულებაჲ უფლისაჲ. არა მეყსეულად მოჰჴდის სიტყუასა და ეძიებს საქმესა. რამეთუ ვენაჴისა მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა“, და აწ აქა არწმუნა ქანქარი იგი, რომელ არს ტალანტი, და წარვიდაო, - რაჲთა სცნა სულგრძელებაჲ მისი. ხოლო მოსლვასა იტყჳს მეორესა მას, ოდეს-იგი იქმნას აღდგომაჲ მკუდართაჲ და დაჯდეს უფალი განკითხვად. ხოლო აქა არა იჴსენებიან მუშაკნი და ვენაჴი, რამეთუ არა მთავართა მიმართ ოდენ არს, არცა ჰურიათა სიტყუაჲ ესე, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს მორწმუნე-თა. და რომელნიმე წარმოუდგებიან და აღიარებენ მის მიერ მიცემულსა მას მადლსა და უჩუენებენ თჳს[ს]ა საქმესა და ჰმადლობენ, რამეთუ მის მიერ მიიღეს მიზეზი საქმისაჲ მის და მისდად აღიარებენ ყოველსავე. ამის-თჳს უფალიცა მადლიერ არს და სახიერით უწესს, რამეთუ სახიერ ექმნეს მოყუასთა, და სარწმუნოდ სახელ-სდებს, რამეთუ ქანქარი იგი განამრავლეს, და უბრძანებს სიხარულსა მას საუკუნოსა შესლვად; ესე არს თავი ყოვლისა ნეტარებისაჲ.

ხოლო უდებმან მან და მედგარმან მონამან ჰრქუა: „უწყოდე, რამეთუ ფიცხელ ხარ“;...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
25:14-19 — ტალანტების დარიგება და გამრავლება:

14-19. ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა. ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი. ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. - ზემოთ თქვა: არა იცით თქვენ დღე, ოდეს მოვიდეს უფალი, ახლა კი, ნათქვამს ამ იგავს მოაყოლებს, გვაჩვენებს რა, რომ მისი მოსვლა უეცარი იქნება. რადგანაც უფალმა ვითარცა კაცმა, რომელიც გზას ადგება, თავის მონებს მოუწოდა და თითოეულს თავ-თავისი საქმე დაავალა. კაცი, რომელიც წავიდა, ჩვენთვის განკაცებულ ქრისტეს ეწოდება, ან იმიტომ, რომ ზეცასა შინა აღვიდა, ან კიდევ სულგრძელობისა გამო, რამეთუ ჩვენგან მოქმედებას მყისვე კი არ მოითხოვს, არამედ გვაცლის. მისი მონები ისინი არიან, რომელთაც სიტყვის...

სრულად ნახვა
სიტყვა ივ-სა კვირიაკესა, თქმული, ქუთაისს სობოროსა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ჰრქვა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა (მატ. კე. კა).

ესრეთ უთხრა უფალმან მონასა მას, რომელმან, მიიღო რა ორი მხოლოდ ტალანტი, ანუ ნიჭი, კეთილგონიერად იხმარა იგი, განამრავლა და ნაცვლად ორისა წარუდგინა უფალსა თვისსა ოთხი. ამავე სიტყვათა გავიგონებთ ჩვენცა ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, უფლისაგან მეორედ მოსვლასა მისსა, უკეთუ გონიერათ მოვიხმართ და განვამრავლებთ ტალანტთა, ანუ ნიჭთა, რომელთა ღმერთი მისცემს თითოეულსა კაცსა, ანუ თვით შობითგანვე, ანუ განგრძობასა შინა ცხოვრებისა მისისა. მრავალთა მათ ტალანტთაგან რომლითა ღმერთი შეამკობს კაცსა, ჩვენ დღეს ვიფიქროთ მხოლოდ ორთა უმაღლესთა და უძვირფასესთა ნიჭთათვის, რომელნი ზეცადმი აღამაღლებენ ბუნებასა კაცისასა, ესე იგი, სინიდისისა ანუ ნამუსისათვის და მეორედ სარწმუნოებისა ანუ საღმთო სჯულისათვის.

აჰა, ორნი იგი საღმრთონი ტალანტნი, ანუ ქანქარნი, რომელნი მიანიჭა ყოველსა კაცსა უფალმან ღმერთმან, ხოლო კაცმან უნდა ასარგებლოს და ერთი ორად წარუდგინოს ღმერთსა.

ვსთქვათ პირველად სინიდისისათვის. რაი...

სრულად ნახვა
მოძღვრება თქმული ქუთაისს, დღესა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელსა, სეკტემბ. იბ-სა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო ქრისტიანენო! დღეს წაკითხულისა სახარებისაგან გესმათ თქვენ იგავი, რომელი მაცხოვარმან ჩვენმან ჰრქვა მოწაფეთა თვისთა. სასუფეველი ღვთისა, სთქვა უფალმან, ემსგავსება კაცსა, რომელმან მოუწოდა თვისთა მონათა და მისცა მათ ტალანტნი, ანუ დიდ-ფასნი ვერცხლნი, თვითეულსა ძალისამებრ მისისა. ერთსა მათგანსა მისცა ხუთი ტალანტი, მეორესა ორი, ხოლო მესამესა ერთი და უბრძანა მათ, რათა ამუშაონ, ანუ ასარგებლონ იგინი და განამრავლონ. პირველმან მონამან ასარგებლა ხუთი თვისი ტალანტი და მოიგო სხვა ხუთი; ესრეთვე ქმნა მეორემან: ორითა მით ტალანტითა მოიგო სხვა ორი; ხოლო მესამე წარვიდა და დაჰფლა ტალანტი თვისი მიწასა შინა და მით დაღუპა იგი. შემდეგ რაოდენისამე ჟამისა მოუწოდა კაცმან მან მონათა თვისთა, აქო და განადიდა ორნი იგი მონანი, რომელთა კეთილად მოიხმარეს თვისნი ტალანტნი, ხოლო აყვედრა და მისცა სასჯელსა უხმარი იგი მონა, რომელმან არა მოიხმარა ვერცხლი თვისი.

რასა ნიშნავს, ძმანო, იგავი ესე? ნიშნავს შემდეგსა: კაცი იგი, რომელმან დაურიგა ტალანტნი, არს თვით ღმერთი: მონანი, რომელთა მიიღეს ვერცხლი, ვართ ჩვენ ყოველნი ადამიანნი; ხოლო ტალანტნი ნიშნავენ ყოველსა ნიჭსა, ესე იგი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის