მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:14

13. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.14. და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული.15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ.
სახარებაჲ მათესი თავი 24
14. და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ა̂. აღდგომისა შემდგომად ორმეოცთა დღეთა შინა ჩუენებისათჳს მოწაფეთაჲსა და დიდებით ამაღლებისათჳს უფლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა:

...ა ჰქმნეთ" (), რამეთუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა — ოფლითა და სუდარებითა, ვარშამანგებითა და აჩრდილებითა განიოტებდეს სენთა, რომელი-ესე არასადა წერილ არს ქრისტეს მიერ ქმნილად სახარებასა შინა. და კუალად, რომელი-იგი თქუა, ვითარმედ: "იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა" () და ვითარმედ: "წინაშე მეფეთა და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს" (), ესე და სხუანი მრავალნი საუფლოთა სიტყუათა მიერ წინა-მოსწავებულნი, ამიერ საქმით აღსრულებულად მოგუეთხრობვიან. და კუალად, ქადაგებაჲ სჯულთა და წესთა მართლმადიდებლობისათა იპოების აქა, რომელი არასადა სხუათა წიგნთა შინა იპოო თჳნიერ ამისსა. აქა იხილვების სულისა მიერ წმიდისა სწავლული მოციქულთადა — მცირედსა რასმე სიტყუად ღმრთეებისათჳს, ხოლო უმრავლესსა თქუმად კაცებისათჳს და ვნებისა, აღდგომისა და ამაღლებისა ქრისტესისა, რამეთუ ესე საძიებელ პირველ, რაჲთა მდაბალთაგან და კაცობრივთა აღიყვანნენ მაღალთა მიმართ ღმრთეებისა მისისა ქადაგებათა, და აღდგომისაგან და ამაღლებისა ონ ძალი ღმრთეებისა მისისაჲ.

გარნა, ვინაჲთგან მოწაფე იყო პავლესი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა სახელი ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთმოძღუართა და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი. და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა იგი მისცეს მათ“ (26,14-16).:

...ან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა იგი მისცეს მათ“ (26,14-16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ოდეს საკჳრველნი ესე საქმენი აღესრულებოდესო, ოდეს ესოდენ განეფინა წყალობაჲ მისი, ვიდრე დედანიცა მეძავნი მოიქცეოდეს, ოდეს სიმრავლე იგი ცოდვათაჲ აღიჴოცებოდა, ოდეს ესმა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა“, მაშინ საეშმაკოჲ იგი საქმე იწუართა უბადრუკმან მან და არა შეიკდიმა. რაჲსათჳს აჴსენა მახარებელმან ქალაქი მისი? რამეთუ იყო სხუაჲცა იუდა - იაკობისი.

„მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი“. არა ჰრიდა ამისაცა თქუმად, თუ: „ათორმეტთაგანი“, არცა სირცხჳლ-იჩინა. ესრეთ არცა ერთსა საყუედრელთა საქმეთაგანსა ჰფარვენ მახარებელნი, არამედ ყოველსავე ჭეშმარიტებით იტყჳან; რამეთუ ძალ-ედვა ესრეთ ლიტონად თქუმად, თუ: ერთი მოწაფეთაგანი, რამეთუ იყვნეს სხუანიცა.

ხოლო აწ განცხადებულად თქუა, „ათორმეტთაგანიო“. ესე იგი არს, რჩეულისა მისგან და პატივცემულისა კრებულისა, რომელი იყო პეტრეს თანა და იოვანესა, მან ქმნა განცემაჲ იგი; რამეთუ ყოველსავე ზედა ჭეშმარიტებისა თქუმად მოსწრაფე არიან და არა დაფარვად. ამისთჳს სასწაულთა მრავალთა თანაწარჰჴდებიან, ხოლო რომელ-იგი საყუედრელად და შეურაცხად ჩანან, არცა ერთსა საქმესა გინა სიტყუასა დაუტეობენ. და უფროჲსად ღმრთისმეტყუელი ი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“ (24,34-35).:

...და კუალად იტყჳს: „ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი“. რამე-თუ ვითარცა ზემო თქუა უფალმან, ვითარმედ: „ჯერ-არს ყოფად“, და კუალად თქუა, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა“, ეგრეთვე აქა მოასწავებს, ვითარმედ უეჭუელად ყოფად არს, რაჲ-ესე თქუა, და ეგოსვე ნათესავი მორწმუნეთაჲ და არცა ერ-თისაგან ძნელოვანთა მათ საქმეთაჲსა დაიჴსნას; არამედ იერუსალჱმიცა მოოჴრდეს, და უმრავლესნი ჰურიათანი უჩინო იქმნენ, მოწყუედილნი ფერად-ფერადითა სიკუდილითა, ხოლო ნათესავსა მას ქრისტეანეთასა ვერარაჲ მძლე ექმნას, ვერცა დაჴსნას ვერცა სიყმილმან, ვერცა სრვამან, ვერცა ძრვამან, ვერცა მოოჴრებამან ქალაქთამან, ვერცა ქრისტემტყუვართა და მაცთურთა და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა, ვერცა მიცემამან ჭირთა და ტანჯვათა, ვერცა მოწყუედამან და მოძულებამან ყოველთაგან წარმართთა, არცა სხუამან რამანვე განსაცდელმან. ამისთჳს დაამტკიცა ძლიერად სიტყუაჲ და თქუა ესე: „ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა წარჴდენ“. ესე იგი არს, ვითარმედ: ნივთთა ამათ მტკიცეთა და შეურყეველთა უადვილეს არს დაჴსნაჲ და წარსლვაჲ, ვიდრეღა სიტყუათა ჩემთაგანიმცა რაჲმე არა აღეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ესერა კეთროანი ვინმე მოუჴდა, თაყუანისსცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განწმედაჲ ჩემი. და მიყო ჴელი თჳსი იესუ, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდნი! და მეყსეულად განწმიდნა იგი კეთროვნებისა მისგან. და ჰრქუა მას იესუ: იხილე, ნუვის უთხრობ, არამედ წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელთა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათდა“ (8,2-4).:

...ბელადო“, ესე იგი არს, შესასმენელად და სამხილებელად და პირის დასაყოფელად; რაჲთა გამოჩნდეს, ვი-თარმედ ჩემ მიერ ყოველივე ვქმენ, არამედ იგინი თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნეს; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული“; ესე იგი არს, საწამებელად და სამხილებელად მათდა, რომელთა არა ინებონ მოსლვაჲ სარწმუნოებად, რამეთუ ვერვინ უძლოს თქუმად, თუ: მე არა მესმა. ამისთჳს განვავლენ ქადაგებასა ამას ყოველსა სოფელსა, რაჲთა შესწამებდეს ყოველთა წარმართთა ქადაგებაჲ იგი, ვითარმედ ესმა და არა შეიწყნარეს. ამისთჳს კიდეთა ქუეყანისათა ისმა სიტყუაჲ სახარებისაჲ.

სწავლაჲ კე ვითარმედ ჯერ-არს მარადის მადლობაჲ ღმრთისაჲ

აწ უკუე, საყუარელნო, ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და მოსწრაფე ვიყვნეთ ჩუენცა ჩუენებად მოყუასთა ზედა ყოვლისავე ხარკებისა სარგებელად სულთა მათთა, ვითარცა უფალმან აჩუენა ჩუენ ყოველთა ზედა და დღითი-დღე აჩუენებს აურაცხელთა მათ ქველისმოქმედებათა მისთა, რომელთათჳს თანაგუაც მარადის მადლობისა შეწირვად მისა საქმით და სიტყჳთ. არა თუ მას ეჴმარების ჩუენმიერი მადლობაჲ, არამედ ჩუენ მადლობითა მისითა თავთა ჩუენთა კეთილსა უყოფთ და სიყუარულად მეუფისა ჩუენისა მოვალთ, რამეთუ უკ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ი სინანულისათჳს ცოდვათაჲსა და ლოცვისათჳს:

...ცირედღა, წუთერთ, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს“. რამეთუ სასწაულნიცა აღსრულებულ არიან მოახლებისა მის დღისანი, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული“. გულისჴმა-ყავთ კეთილად თქუმული ესე. არა თქუა, თუ: ოდეს ჰრწმენეს ყოველთა კაცთა, არამედ: ოდეს იქადაგოსო ყოველთა მიმართ; და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „საწამებელად წარმართთა“, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ არა თუ მოელის, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს და ესრეთ მოვიდეს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „საწამებელად წარმართთა“, ამას მოასწავებს, ვითარმედ შემასმენელად, სამხილებელად და დასასჯელად მა-თა, რომელთაცა არა ჰრწმენა.

ხოლო ჩუენ ესე ყოველი გუესმის, გუძინავს და სიზმართა ვხედავთ, ვითარცა შუაღამეს შეპყრობილნი მთრვალობითა, რამეთუ ჭეშმარიტად არარაჲთა განყოფილ არიან სიზმართაგან საქმენი ამის საწუთროჲსანი, გინა თუ სიხარულისა მომატყუებელ იყვნენ, გინა თუ მწუხარებისა. ამისთჳს გევედრები, ძმანო ჩემნო, განვიღჳძოთ ძილისა მისგან მცონარებისა და მივხედნეთ მზესა მას სიმართლისასა, რამეთუ არავის მძინარესა ჴელ-ეწიფების ხილვაჲ მზისაჲ, არცა განმხიარულებად თუალთა თჳსთაჲ შუენიერები...

სრულად ნახვა