თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯეროანსა ჟამსა შემოიღო სიტყუაჲ, მაუწყებელი ჭირთა მათ მოციქულთა ზედა მოწევნადთა. პირველად თქუა ზოგადი იგი განსაცდელი ჰურიათაჲ; მერმე აწ იტყჳს ბრძოლასა მას, რომელი მოციქულთა ზედა ყოფად იყო ყოვლისა სოფლისაგან, ჰურიათა მიერცა და წარმართთა; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მოწევნად არს ჰურიათაცა ზედა ბრძოლაჲ და განსაცდელი, და თქუენ ზედაცა მოსლვად არიან მრავალნი ჭირნი და იწროებანი. არამედ ნუ ჰგონებთ, თუ ორივე ესე ერთისა მიზეზისაგან ყოფად არს. ნუ იყოფინ! რამეთუ მათ ზედა მოწევნად არს ყოველი, რომელ ვთქუ, რისხვისაგან ზეგარდამოჲსა, მომასწავებელად საუკუნოჲსა მის სასჯელისა, რომელი მიელის მათ. ხოლო თქუენ ზედა მოსლვად არიან ბრძოლანი მაცთურთაგან და ცრუწინაჲსწარმეტყუელთა, ჰურიათაგან და წარმართთა, მეფეთაგან და მთავართა უშჯულოთა უმეტესისა განბრწყინვებისათჳს თქუენისა და გამოჩინებად ახოვნებისა თქუენისა და განსამრავლებელად სასყიდლისა თქუენისა, რამეთუ „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ ცხორებითა მით დაუსრულებელითა, კეთილთა მათ შინა გამოუთქუმელთა სასუფეველისა ცათაჲსა. რამეთუ ზემო თქუა: „იხილეთო და ნუ შესძრწუნდებით“, ხოლო აქა იტყჳს:...
სახარებაჲ მათესი 24:12
9-13. მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას. და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. - მომავალ უბედურებათა შესახებ მაცხოვარი იმიტომაც წინასწარმეტყველებს, რომ ამით მოწაფენი განამხნეოს, რადგან ჩვეულებრივ ყველაზე საშიში და შემაძრწუნებელი მოულოდნელობაა. ამიტომაც არბილებს ქრისტე შიშს წინასწარმეტყველებით ისეთ მომავალ საშინელებათა შესახებ, როგორიცაა: შური, მტრობა, ცდუნებანი, ცრუ წინასწარმეტყველნი, ანტიქრისტეს წინამორბედნი, რომელნიც მრავალთ თავგზას აუბნევენ და ყოველგვარ უსჯულოებასა შინა ჩააგდებენ. უსამართლობის გაზრდისა და ანტიქრისტესაგან მოტყუების გამო, ისე გამხეცდებიან, რომ ლმობიერება სიყვარულისა არათუ თვით შინაურთა შორისაც კი აღარ შენარჩუნდება, არამედ ისინი ერთმანეთისაგან გაიცემიან. ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, მამაცურად გადაიტანს ანუ ცდუნებებს არ...
...ას, ვითარცა-იგი იხილეთ, პეტრე და იოვანე ვითარ იყვნეს, და კუალად პავლე ვითარ იყო მათა მიმართ, რომელთა-იგი ყოველივე სათნოებაჲ აქუნდა, რამეთუ ესე საქმჱ სულისაგან სათნოჲსა და წმიდისა აღმოეცენების, ხოლო სადა უკეთურებაჲ იყოს, ესე ნერგი განჴმების, რამეთუ „რაჟამს განმრავლდეს უშჯულოებაჲ, განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“. და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვი-თარ საქმენი კეთილნი და ცხორებაჲ სათნოჲ, ხოლო ცხორებასა ბრწყინვალე არარაჲ ჰყოფს, ვითარ სიყუარული. რამეთუ რაჟამს ქადაგებაჲ იგი არღა განვრცელებულ იყოს, სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი, ხოლო აწ უფროჲსად საქმეთა კეთილთა ჯერ-არს მოგებაჲ, რამეთუ ვერარაჲ ესრეთ შეარცხუენს წარმართთა, ვითარ სათნოებაჲ, ვერცა რაჲ ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურებაჲ; რამეთუ რაჟამს იხილოს მასწავლელი სიყუარულისაჲ სიძულილსა შინა და ანგაჰრებასა და ტაცებასა, არა ტყუვილად შეჰრაცხოსა სწავლაჲ იგი? და ჩუენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა, რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩუენი ესე უყუარს, არამედ საქმეთა ჩუენთა მიერ დაიხრწევიან. ხოლო უკუეთუ იტყჳთ, ვითარმედ: პირველთა რად არა ჰბაძვენ? არამედ იგინი ჩუენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გუხედვენ და იტყჳან: გჳჩუენეთ სარწმუნოებაჲ თქუენი საქმეთა მი...
...თა ხარკებითა გუამცნებს სიყუარულსა და შურისმეძიებელ არს მათ ზედა, რომელთა მცნებაჲ ესე უგულებელს-ყონ, რამეთუ უწყის, ვითარმედ არარაჲ ესრეთ აღაორძინებს და განამტკიცებს ჩუენ შორის ყოველსა ბოროტსა, ვითარ დაჴსნაჲ სიყუარულისაჲ. ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „განმრავლებითა ურჩულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“. ამისითა ნაკლულევანებითა კაენ ძმისა მკლველ იქმნა; ეგრეთვე ესავ განვარდა; ეგრეთვე ძმათა იოსებისთა ქმნეს ბოროტი. და ვინმცა აღრაცხა სიმრავლე ბოროტთაჲ მათ, რომელნი შემოვიდეს განჴმობითა და მოკლებითა სიყუარულისაჲთა?
ამისთჳს უფალი ყოველსავე წინააღმდგომსა სიყუარულისასა განსდევნის კაცთაგან და მას დაამტკიცებს მონათა შორის მისთა. და არა კმაყო ზემოთქუმულთა ამათ ზედა, არამედ სხუაჲცა მრავალი შესძინა დასამტკიცებელად სიყუარულისა, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, რაოდენ სათნო-უჩნს სათნოებაჲ ესე. რამეთუ განაწესა რაჲ მრისხანეთათჳს და შეურაცხისმყოფელთა მოყუსისათა თანამდებობაჲ სასჯელისაჲ, თანამდებობაჲ კრებულისაგან განვრდომისაჲ, თანამდებობაჲ გეჰენიისაჲ, კუალადცა შესძინა და თქუა: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას,...