მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 23:33

32. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ.33. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა?34. ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად,
სახარებაჲ მათესი თავი 23
33. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა?
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა გეჰენიისასა?“ (23,32-33).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ნაშობნი იგი იქედნეთანი წამლითა მით გესლიანითა მსგავს არიან მშობელთა მათთა, ეგრეთვე თქუენ მკლველობითა და მესისხლეობითა მსგავს ხართ მამათა თქუენთა. რამეთუ იგი თავადი მხედველი იყო გონებათაჲ, ამისთჳს დაფარულნი მათნი და უცნაურნი მრავალთაგან გამოაცხადნა, რაჲ-იგი ეგულებოდა ყოფად. ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „სწამებთ სადმე თავთა თჳსთათჳს, ვითარმედ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი“, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა ჴორციელისა თჳსებისათჳს იტყჳს, არამედ მსგავსებისა მისთჳს უკეთურებისა; და რაჲთა გამოაცხადოს, ვითარმედ ტყუილ იყო სიტყუაჲ მათი, რომელსა იტყოდეს, თუ: „არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთაჲსა“, ამისთჳს შესძინა სიტყუაჲ იგი: „და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ“. არა თუ უბრძანებს ამას ყოფად, არამედ წინაჲთვე იტყჳს ყოფადსა მას; ესე იყო მისი იგი ჯუარ-ცუმაჲ.

ესე აკლდა საწყაულსა მას ჰურიათა უშჯულოებისასა, და აღავსეს იგი ნათესავმან მან ბოროტმან, შვილთა მათ უშჯულოებისათა. საცნაურ არს უკუე სიცრუე ტყუილისა მის მათისაჲ, რომელ იტყოდეს, ვითარმედ: „უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
23:29-33 — წინასწარმეტყველთა მკვლელნი:

29-31. ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა. ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. - მწარე ხვედრს უქადის მათ არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა საფლავებს აშენებდნენ, რადგან ეს ღმრთისთვისაც სათნო იყო, არამედ იმიტომ, რომ ამას მოსაჩვენებლად აკეთებდნენ და კიდევ იმიტომ, რომ განსჯიდნენ რა თავიანთ მამებს, თვითონ მათზე უარესად იქცეოდნენ, ბიწიერებით აღემატებოდნენ და აშკარად ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ: ჩვენ რომ ჩვენი მამების დროს გვეცხოვრა, წინასწარმეტყველებს არ დავხოცავდითო, მაშინ, როცა თვითონ თავად წინასწარმეტყველთა უფლის მოკვლა სურდათ. ამიტომაც დასძენს ქრისტე:

32-33. და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა მას გეჰენიისასა? - სიტყვებით: თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთანი იმას კი არ უბრძანებს, ან აქეზებს, მომკალითო, არამედ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. ბოროტი გზის საცთური და თვითქება:

...“** (). სხვა კი ამბობს: „გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო“ (). ზაქარიას ძე კი ამბობს: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო“ (), „ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა?“ (). სხვა კი კვლავ ამბობს: „კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ“ (). სხვაგან კი იგივე ეს წინასწარმეტყველი ამბობს: „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა“ (). და კვლავ: „გულისწყრომა მათი მსგავს არს გუელისასა“ ().

რადგან ასეთია ბოროტება: ესოდენ დიდსა და ამდენი გვირგვინით შემკულ ადამიანს უგუნო არსებათა უღირსობამდე ჩამოაგდებს. ამიტომ ამ ფსალმუნშიც ბოროტების ორი სახე ამოირჩია, დანარჩენის გან...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
11. სასძლოს მორჩილება და წარმართთა შეწირვა:

...ოდებს მათ, როცა ასეთ მამებსაც კი აძლევს და ამბობს: „მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა“ ()? და არც აქ აჩერებს ბრალდებას, არამედ სიტყვას მხეცებამდეც მიჰყავს: ახალ წერილში ასე ამბობს: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო“ (); და კვლავ ძველში: „კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ“ (). და სხვაგანაც: „და ვითარცა ძენი ეთიოპელთანი ხართ თქუენ ჩემდა“ ()?

ასევე აქაც მათ, ვინც უღმრთოებასა და გარყვნილებაში იცხოვრა, ტვიროსელნი უწოდა. მაგრამ მათაც დავძლევ, ამბობს, და დავიმორჩილებ; და ისე დავიმორჩილებ, რომ თაყვანისცემამდეც მივიყვან მათ; და არა უბრალოდ თაყვანისცემამდე, არამედ ძღვენისა და პირველნაყოფის შეწირვამდეც, რაც მსახურების უდიდესი სახეა და უზომო მორჩილების ნიშანი. შემდეგ ამბობს: „პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი“ ()....

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...„თესლი ბოროტი“ (). მათ წარმოშობას კი არ აძაგებს, არამედ აჩვენებს, რომ ადრეული ასაკიდანვე ბოროტნი არიან. რადგან როგორც იოანე, როცა ამბობს: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო“ ()5, თვით ბუნებას კი არ შეურაცხყოფს; სხვაგვარად ხომ არ იტყოდა: „ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“ (), თუ ისინი ბუნებითა და დაბადებიდან ასეთნი იყვნენ; ასევე აქაც, როცა ამბობს: „თესლი ბოროტი“ (), მათ დაბადებას არ აძაგებს.

„ძენი უსჯულონი“ (). არ უთქვამს: „სჯულის დამრღვევნი“, არამედ: „ურჯულონი“, რადგან არაფრით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ მათზე, ვისაც სჯული საერთოდ არ მიუღიათ. ამით კი ნებელობის განსხვავებას აჩვენებს. **„დაუტევეთ უფალი, განარისხეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლვ სიმშჳდისათჳს, და რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ძლევად ვნებათა:

...(შდრ. მალ. 2,7) და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა“, ; - ნათლისმცემელისა იოვანესთჳს არს სიტყუაჲ ესე. კუალად სხუათა კაცთათჳს თქუმულ არს: „გუელ და ნაშობ იქედნეთა“.

აწ უკუე ჴელმწიფებასა შინა კაცისასა არს ესე, და ძალ-უც გინა თუ მჴეც-ყოფაჲ, გინა თუ ანგელოზ-ყოფაჲ. და რად ვიტყჳ ანგელოზ? შვილ ღმრთისა ძალ-უც ყოფად, უკუეთუ ენებოს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხარ-თო და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი“. და კუალად წერილ არს: „მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“. - ვითარითამე სახი-თა? სიწმიდითა და შიშითა ღმრთისაჲთა და აღსრულებითა მცნებათა მის-თაჲთა და ყოვლითურთ მისგან განუშორებელობითა გონებისაჲთა. ამას ესევითარსა წესსა ეწოდების სათნოება, ამისი ჴელმწიფებაჲ ჩუენდა მოცემულ არს მოგებად, უკუეთუ გუენებოს, ესრეთ ვიქმნეთ ანგელოზ და შვილ ღმრთისა. დაღაცათუ არა ბუნებითა ვიქმნეთ ანგელოზ, არამედ საზომითა მით სულისაჲთა. და ესრეთ რაჲ ვიყვნეთ, არღარაჲ იყოს ჩუენდა სავნებელ ბუნებაჲ კაცობრივი.

და ესე ისწავე იოვანესგან, რა...

სრულად ნახვა