მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:46

45. უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?46. და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 22
46. და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვერღარავინ უძლო მას სიტყჳს-მიგებად, არცაღა იკადრა ვინ მიერ დღითგან კითხვად მისა არარაჲ“ (22,46).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ იწყლნეს მწიკულევანნი იგი გულნი მათნი, და დაეყვნეს მგმობარნი იგი პირნი მათნი. ხოლო ესე საქმე დიდად სარგებელ ეყო ერსა მას. ამისთჳს, ვინაჲთგან მგელნი იგი განიოტნა, რომელთა არა ინებეს სარგებელი, მერმე ერისა მის მიმართ მიაქცია უფალმან სიტყუაჲ თჳსი.

ხოლო რაჲსათჳს არა ინებეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა ესევითართა მათ ღმრთივშუენიერთა სწავლათაგან სარგებელი? ამპარტავანებისაგან და ცუდადმზუაობრობისა მათისა, რამეთუ ბოროტი არს ვნებაჲ ესე და მრავალთავი და ყოველსავე საქმესა შინა შეერთვის. ამის გამო რომელთამე წინამძღურობისათჳს სურის, რომელთამე - ძლიერებისათჳს ჴორციელისა, სხუათა - სიმრავლისათჳს საფასეთაჲსა.

და არა ესე ოდენ, არამედ სათნოებათაცა შეერთვის ესე ვნებაჲ, და რომელნიმე მოწყალებასა და ქველისსაქმესა იქმან მზუაობრობისათჳს, სხუანი მარხვასა და ლოცვასა აღასრულებენ; და ყოვლით კერძო მრავალ თავ ასხენ ამას მჴეცსა.

მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:41-46 — ქრისტე — დავითის ძე და უფალი:

41-46. შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულ ითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს? და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ. - რადგანაც ჩვეულებრივ ადამიანად თვლიდნენ, ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, დავითის წინასწარმეტყველების მეშვეობით ასწავლის, რომ უფალი ჭეშმარიტად თვითონ არის და თავის ღმრთეებრიობას ააშკარავებს. ფარისეველთა პასუხად, რომელნიც ამბობდნენ, ქრისტე დავითის ძე ანუ ჩვეულებრივი კაციაო, იგი კითხულობს: მაშინ დავითმა უფალი როგორღა უწოდა მას და თანაც არა უბრალოდ, არამედ გამოცხადებით, რომელიც მის შესახებ სულიწმიდის მადლით ებოძა? ამ სიტყვებით უფალი არ უარყოფს, რომ დავითის ძეა, მაგრამ იმასაც აჩვენებს, რომ არც დავითის თესლისაგან წარმომდგარი ჩვეულებრივი კაცია. იგი ამ კითხვას იმიტომ სვამს, რომ თუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის