მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:40

39. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.40. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.41. შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ
სახარებაჲ მათესი თავი 22
40. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო ჰკითხეს სადუკეველთა სახე აღდგომისაჲ და თავადმან უმეტესიცა კითხვისა მათისაჲ განუმარტა, ეგრეთვე აქა ყო. ჰკითხეს, თუ: „რომელი არს პირველი მცნებაჲ?“ და თავადმან მეორეცა აუწყა, არაჲთა ნაკლულევანი პირველისა, რამეთუ დაღაცათუ რიცხჳთა მეორე არს, არამედ მსგავსივე არს პირველისაჲ; ამისთჳს, რამეთუ გზაჲ არს მისა მიმართ აღმყვანებელი, და მის მიერ აქუს ამასცა სიმტკიცე. ესე რაჲ მიუთხრა, აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყუარულისაგან. რამეთუ „სიყუარულსა არა შურნ“, არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.

ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.

არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:34-40 — უდიდესი მცნება სჯულისა:

34-40. ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. - გამომცდელი მასთან უზომო შურით შეპყრობილი მივიდა. როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ სადუკეველნი შერცხვნენ, ხოლო უფალი სიბრძნით განიდიდა, მივიდნენ, რათა გამოეცადათ, ხომ არ დაურთავდა რამეს პირველ მცნებას წინ სჯულის შესასწორებლად, რათა ამით საბაბი ჰქონოდათ მისთვის ბრალის დადებისათვის. უფალი ამხელს მათ ბოროტებას, სახელდობრ, რომ არა სწავლისათვის მივიდნენ, არამედ, რადგანაც სიყვარული არ ჰქონდათ, - შურისა და ჯიბრის გრძნობით შეპყრობილნი, და აჩვენებს, რომ ყველა მცნებაზე აღმატებული სიყვარულია. იგი ასწავლის, რომ ღმერთი რაღაც ზომით კი არ უნდა გვიყვარდეს,...

სრულად ნახვა
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. პავლეს ცეცხლოვანი სიყვარული ქრისტესადმი:

...ელი და ჯეროვანი შეყვარების ღირსება — ესაა ზეცის სასუფეველი, ესაა ნეტარებით ტკბობა, ამაშია უთვალავი სიკეთე. ჩვენი სიყვარული მისადმი მაშინ იქნება გულწრფელი, როცა მისადმი სიყვარულისთვის მოყვასისადმიც სიყვარულს გამოვიჩენთ, — „ამათ ორთა მცნებათა, — თქვა მან, — ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (), — ანუ იმაში, რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი ძალით, მთელი გონებითა და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ეს არის მთავარი ყველა სათნოებათაგან, ეს არის საფუძველი ღვთის ყველა მცნებისა. ღვთისადმი სიყვარულს თავისთავად ერთვის მოყვასისადმი სიყვარულიც, რადგან ვინც ღმერთს უყვარს, ის თავის ძმას არ უგულებელყოფს, ის სიმდიდრეს თავის თანამოძმეზე არ ამჯობინებს, არამედ ყოველგვარ სიკეთეს გაუწევს მას, იმის მოხსენიებით, ვინც თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (). ვინც ფიქრობს, რომ მოყვასისთვის გაწეულ სამსახურს ყოველთა უფალი თავისთავს მიაწერს, ის ყველაფერს დიდი მოშურნეობით იქმს, წყალობაში მთელ თავის გულუხვობას გამოავლენს, არა მის წინაშე წარმდგარი ადამიანის სიღარიბეს შეხედავს, არამედ იმის სიდიადეს, ვინც ღარიბთათვის გაწეული საქმე თავისთავისთვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).:

...5,12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა სიყუარულსა ღმრთისასა, ვითარ შეერთებულ არს ჩუენისა სიყუარულისა? ამისთჳსცა ოდესმე ორთა მცნებათა იტყჳს და ოდესმე - ერთსა, რამეთუ შეუძლებელ არს, უკუეთუმცა ერთი იგი ვისმე აქუნდა და არამცა მეორჱ შეუდგა მას. რამეთუ ოდესმე იტყჳს, ვი-თარმედ: „ამას ჰკიდავს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; ; და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“, რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ...

სრულად ნახვა