მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 22:38

37. ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.38. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.39. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
სახარებაჲ მათესი თავი 22
38. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო ჰკითხეს სადუკეველთა სახე აღდგომისაჲ და თავადმან უმეტესიცა კითხვისა მათისაჲ განუმარტა, ეგრეთვე აქა ყო. ჰკითხეს, თუ: „რომელი არს პირველი მცნებაჲ?“ და თავადმან მეორეცა აუწყა, არაჲთა ნაკლულევანი პირველისა, რამეთუ დაღაცათუ რიცხჳთა მეორე არს, არამედ მსგავსივე არს პირველისაჲ; ამისთჳს, რამეთუ გზაჲ არს მისა მიმართ აღმყვანებელი, და მის მიერ აქუს ამასცა სიმტკიცე. ესე რაჲ მიუთხრა, აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყუარულისაგან. რამეთუ „სიყუარულსა არა შურნ“, არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.

ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.

არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:34-40 — უდიდესი მცნება სჯულისა:

34-40. ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან. - გამომცდელი მასთან უზომო შურით შეპყრობილი მივიდა. როცა ფარისევლებმა დაინახეს, რომ სადუკეველნი შერცხვნენ, ხოლო უფალი სიბრძნით განიდიდა, მივიდნენ, რათა გამოეცადათ, ხომ არ დაურთავდა რამეს პირველ მცნებას წინ სჯულის შესასწორებლად, რათა ამით საბაბი ჰქონოდათ მისთვის ბრალის დადებისათვის. უფალი ამხელს მათ ბოროტებას, სახელდობრ, რომ არა სწავლისათვის მივიდნენ, არამედ, რადგანაც სიყვარული არ ჰქონდათ, - შურისა და ჯიბრის გრძნობით შეპყრობილნი, და აჩვენებს, რომ ყველა მცნებაზე აღმატებული სიყვარულია. იგი ასწავლის, რომ ღმერთი რაღაც ზომით კი არ უნდა გვიყვარდეს,...

სრულად ნახვა
მოძღვრება იე-სა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, ესე არს დიდი და პირველი მცნება და მეორე მსგავსი ამისი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი (ლუკ. კბ. ლზ. ლჱ. ლთ)

დღეს, ძმანო ქრისტიანენო, წმიდა სახარება წინა-დაგვიგებს ჩვენ საგნად ჩვენის უბნობისა ღვთისა და მოყვასის სიყვარულსა; დავემორჩილნეთ სიტყვასა სახარებისასა და შევიტყოთ ჰაზრი მისი.

შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ... რაისთვის გვიბრძანებს ესრედ, ძმანო, სახარება? ნუთუ შესაძლებელი არის კაცმა რაიმე შეიყვაროს, ანუ მოიძულოს თავის ნების და წინა-განზრახვით? სიყვარული ანუ სიძულვილი არის ბუნებითი გრძნობა გულისა. ხანდისხან კაცმა არც კი იცის, საითგან ანუ როგორ გაჩნდა მის გულში სიყვარული, ანუ სიძულვილი; ეს მართალია, ძმანო გარნა კაცსა აქვს ჭკუა გონება და მით შეუძლია იცნას, რომელი გრძნობა არის მის გულში კეთილი და რომელი ბოროტი. მერმედ, კეთილი და წმიდა გრძნობა გულისა შეუძლიან განამტკიცოს და განაცოცხლოს, ხოლო ბოროტი მოსპოს და დათრგუნოს. და ესრედ, უკეთუ შენს გულში არა ჰგრძნობ სიყვარულსა ღვთისა და მოყვასისადმი, ეცადე და შეიძინე იგი. რა სახით? პირველად მით, რომელ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის