...მი სიყვარულით შვიდ წელს რამდენიმე დღედ მიიჩნევდა, მით უმეტეს ყოველივეს არაფრად მიიჩნევდა ნეტარი პავლე, რომელიც ერთხელ სამუდამოდ აინთო ღვთისადმი სიყვარულით და ქრისტესთვის, რომელიც შეიყვარა, ყოველივეს იტანდა. ვეცადოთ, გევედრებით, ჩვენც ქრისტეს შევიყვაროთ. სხვა არაფერს ითხოვს ქრისტე, თავისი გამონათქვამის მიხედვით (), თუ არა სიყვარულსა მისადმი მთელი გულით და მისი მცნებების აღსრულებას. ვინც ისე უყვარს მას, როგორც შეყვარება ჯერ-არს, ის, რა თქმა უნდა, ცდილობს მისი მცნებებიც დაიცვას — რადგან თუ ვინმეს გულწრფელად უყვარს ვინმე, ყველაფერს აკეთებს, რითაც შეძლებს საყვარელის სიყვარული მოიზიდოს. ამგვარად, ჩვენც, თუ ნამდვილად შევიყვარებთ უფალს, მის მცნებებსაც აღვასრულებთ და ვერაფერს ისეთს ვიზამთ, რამაც საყვარელი განარისხოს. მისი გულწრფელი და ჯეროვანი შეყვარების ღირსება — ესაა ზეცის სასუფეველი, ესაა ნეტარებით ტკბობა, ამაშია უთვალავი სიკეთე. ჩვენი სიყვარული მისადმი მაშინ იქნება გულწრფელი, როცა მისადმი სიყვარულისთვის მოყვასისადმიც სიყვარულს გამოვიჩენთ, — „ამათ ორთა მცნებათა, — თქვა მან, — ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან" (), — ანუ იმაში, რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი გულით, მთელ...
სახარებაჲ მათესი 22:37
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...აჲ და სიყუარული და სხუაჲ ყოველივე სათნოებაჲ შემოკლებული-თა და ადვილითა სიტყჳთა გუასწავა ქრისტემან. ოდესმე იტყჳს: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი - ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“; და კუალად იტყჳს: „ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს რჩული და წინაწარმეტყუელნი“; რომელ-ესე მამათა და დედათა და ყრმათა მცირეთა და ბრძენთა და უმეცართა მიერ საცნაურ არს და ადვილად გულისჴმისსაყოფელ, რამეთუ ესრეთ არს წესი ჭეშმარიტებისაჲ და წამებს აღსასრული საქმეთაჲ. რამეთუ ყოველთავე ისწავეს ძალი მცნებათაჲ მათ, და არა ისწავეს ოდენ, არამედ მრავალთა ქმნესცა არა სოფელთა შინა ოდენ და ქალაქთა, არამედ უდაბნოთაცა. მიედ უდაბნოთა გარეუვალთა და იხილო მუნ ჭეშმარიტი იგი სიბრძნე; იხილნე კრებულნი ანგელოზთანი გუამითა კაცობრივითა და მოქალაქობაჲ ზეცათაჲ ქუეყანასა ზედა აღსრულებული, რამეთუ მოწაფენი არიან მეთევზურთანი და მეზუერისანი.
ესევითარი იგი მოქალაქობაჲ დააწესეს ქუეყანასა ზედა რჩულისმდებელობითა ღმრთისაჲთა, და სასყიდელი მოქალაქეთაჲ მათ ა...