მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:16

15. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი.16. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.17. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი.
სახარებაჲ მათესი თავი 18
16. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“ (18,15).

ვინაჲთგან ზემო ძლიერად შეჰრისხნა დამაბრკოლებელთა და დიდად შეაშინნა იგინი, რაჲთა არა მათ სიტყუათა მიერ დაბრკოლებულნი სრულიად უდებ იქმნენ და ჰგონებდენ, თუ ყოველივე სასჯელი დამაბრკოლებელთა მათ ზედა განჩინებულ არს, და სხუასა ძჳრისსაქმესა შთავარდენ და შეურაცხებად ძმათა თჳსთა მოვიდენ ზუაობით, ამისთჳს იხილე, ვითარ მათცა ჯეროვნად გულისჴმა-უყოფს და ბრძანებს, რაჲთა მხილებაჲ იგი მაშინ იქმნას, ოდეს ორნი ხოლო იყვნენ, რაჲთა არა მრავალთა წინაშე მხილებამან უმეტესად განაფიცხოს გული მისი. ამისთჳს იტყჳს: „მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ იგი შენი“.

რაჲ არს ესე: „უკუეთუ ისმინოს შენი“? ესე იგი არს, უკუეთუ აბრალოს თავსა თჳსსა და დაირწმუნოს, ვითარმედ ცოდა, შეიძინო ძმაჲ იგი შენი. არა თქუა, თუ: შეიძინოს მან თავი თჳსი, არამედ: „შეიძინო შენ ძმაჲ იგი შენი“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ პირველ ამისა ორნივე ზღვევასა შინა იყვნეს და დაჭირვებასა. ამას...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
18:15-18 — ძმის მხილება და შეკრვა-გახსნა:

15-17. ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი. - წარმართა რა მძლავრი სიტყვა მაცდუნებელთა წინააღმდეგ. ახლა უფალი ცდუნებულთა გამოსწორებისათვის ზრუნავს. რათა შენ, ცდუნებული, საბოლოოდ არ დაეცე და ისევე როგორც მაცდუნებელი, შენც არ დაისაჯო, - ამბობს: რაჟამს გაცდუნებენ, ანუ ვნებას გაყენებენ, მსურს, რომ ამხილო ისინი, რომელნიც უსამართლოდ გექცევიან და გავნებენ, ოღონდ მაშინ, თუ ქრისტიანები არიან. დაუკვირდი, რას ამბობს: უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, ანუ ქრისტიანმა. უკეთუ უსამართლოდ უსჯულო გექცევა, იმაზეც უარი თქვი, რაც შენ გეკუთვნის, ხოლო უკეთუ ძმაა, ამხილე იგი. არ უთქვამს: შეურაცხყავიო, არამედ ამხილეო. უკუეთუ ისმინოს შენი, ე. ი. უკეთუ გონს მოეგება. უფალს სურს, რომ...

სრულად ნახვა
ეპისტოლე
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მთარგმნელის ბოლოსიტყვა "საქმე მოციქულთა"-ს განმარტებისათვის:

...ეშმაკმან. არამედ ცუდ-ყო უფალმან სივერაგე მისი, და ვითარცა საკრველითა, ეგრეთ მიპყრა ბერმან ანტონი, და არა მიტევა უსრულად დატევებაჲ ამისი. და მას თანა-ეწამნენ იოვანე ღრამმატიკოსი სჳმეონწმიდელი და იოვანე ტეული, რაჲთა "პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ" (). ჩემი აღმიარებია სულმოკლებაჲ, რაჲთა შენდობაჲ მომმადლოთ, და ბერისა ანტონისსა ვქადაგებ, შემდგომად ღმრთისა, ჴელის-აპყრობასა, რაჲთა თქუენცა, რომელნი იკითხვიდეთ გინა სწერდეთ, მას აკურთხევდით და ჰმადლობდით.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი“ (8,20).:

...ძლებელ იყო მათა განმწარებად, და ეტყოდა სიტყუათა, რომელთა ზედა იგინი განრისხნებოდეს, რაჟამს-იგი უჩუენებდა, ვითარმედ სწორ არს იგი მამისა თანა, რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“, ; ; ამას მოასწავებს, არამედ ამას ყოველსა იტყოდა ფასისსაცავსა მას თანა ტაძარსა შინა და სახითა მო-ძღურისაჲთა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო ჟამი მარჯუჱ, რომელსა შინა ინება მან ჯუარ-ცუმაჲ. და ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ ვინაჲთგან ოდეს მან არა ინება, ვერ უძლეს შეპყრობად მისა, და რაჟამსიგი შეიპყრეს, იგიცა სადამე არა მათისა ძალისაგან იყო, არამედ მისისა განგებულებისა საქმე იყო, რამეთუ მათ პირველითგანვე უნდა, გარნა ვერ შეუძლეს, და მაშინცამცა ვერ შემძლებელ იქმნნეს, უკუეთუმცა არა მას თავადსა შეენდო.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუა მათ კუალადცა იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე“ (8,21).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს უკუე ეტყჳს მათ ზედაჲსზედა ესრეთ სიტყუასა ამას? გარნა ამისთჳს, რაჲთამცა შეაშინნა იგინი და შეაძრწუნნა. რამეთუ იხილე, თუ რაზომსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შჯულსა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“ (შდრ. 2 სჯ. 19,15); (მათ. 18,16) (8,17).:

...„მე მარტოჲ არა ვარ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ ვართ“ (8,16). ხოლო აქა უჩუენა, ვითარმედ არა იგი ოდენ დაშჯის მათ, არამედ მამაჲცა, რაჟამს ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შჯულსა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს“ ; (8,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამით სიტყჳთა ერთობასა მისსა და მამისასა გამოაჩინებს, რამეთუ არავინ თქუა სხუაჲ, არამედ მამაჲ, რაჲთამცა ერთარსებაჲ იგი გჳჩუენა, თუ არა, რად არა თქუა იოვანჱსთჳს, თუ: ვწამებ მე ჩემთჳს, და წამებს იოვანეცა, ანუ ანგელოზნი, ანუ წინაჲსწარმეტყუელნი? რამეთუ ესე ყოველნი მისთჳს წამებდეს. არამედ არა ამისთჳს ოდენ იტყოდა სიტყუასა ამას, რაჲთამცა გამოაჩინნა მოწამენი, არამედ რაჲთა გამოაჩინოს ერთარსებაჲ მისი და მამისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: ვინ არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით და არცა მამაჲ ჩემი“ (8,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან საცნაურსა მას საქმესა ვითარცა უცნაურსა იტყოდეს, და რომელი-იგი იცოდეს, ვითარმცა არა იცოდეს, და გამოსცდიდეს მას, ამისთჳსცა პასუხსა არა ღირს-ყვნა. ამისთჳს იწყო ყოველსავე განცხადებულად თქუმად და ფრიადითა კადნიერებითა, რა-ჟამს სასწაულთაგანცა და...

სრულად ნახვა