მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:20

19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.21. მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
სახარებაჲ მათესი თავი 16
20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე“ (16,20).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ამცნო ესრეთ? რამეთუ ჯერ-იყო პირველ აღსრულებად ჯუარ-ცუმისაჲ და სხუათა მათ ცხოელსმყოფელთა ვნებათა მისთაჲ, რაჲთა არღარაჲ იყოს შემაშფოთებელ გონებასა მორწმუნეთა მის-თასა, და ესრეთ ქადაგებისა მისისა მოციქულთა მიერ განფენად.

რამეთუ წუთერთ არა გამოეჩინა სრულიად ძლიერებაჲ თჳსი. ამისთჳს მაშინ განაგო ქადაგებად სახელი მისი, ოდეს ჭეშმარიტებაჲ საქმეთაჲ გამოჩინებულ იყოს და ძალი დიდებულებათაჲ მათ თანაეწამებოდის ქადაგებასა მოციქულთასა. ხოლო აწ ამცნო, რაჲთა არა გამოაცხადონ, ვითარმედ იგი არს ქრისტე; რამეთუ უკუეთუმცა ექადაგა და ვიეთნიმე მოეყვანნეს სარწმუნოებად, შემოვიდოდა შორის საქმე იგი ჯუარ-ცუმისაჲ და ვნებათაჲ, და შეირყიამცა სარწმუნოებაჲ მათი. რამეთუ უკუეთუ მოწაფენი, რომელთა ესოდენნი სასწაულნი მისნი ეხილნეს, სმენისაგან ხოლო დაბრკოლდეს, და თჳთ მებრ პეტრე, თავი იგი მოციქულთაჲ, გულისჴმა-ყავთ, რაჲმცა შეემთხჳა, უკუეთუმცა მრავალნი იყვნეს მორწმუნენი და ჰრწმენამცა, თუ ესე არს ძე ღმრთისაჲ, და მერმე იხილესმცა იგი ჯუარსა ზედა დამოკიდებული და საიდუმლოჲსა მის ძალი არამცა უწყოდეს, არცა მადლიმცა მოეღო სულისა წმიდისაჲ. უკუეთუ მოწაფეთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:20-21 — ვნების წინასწარმეტყველება:

20. მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან, ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე.- ქრისტეს სურდა, რომ ჯვარცმამდე მისი დიდება ჩრდილში დარჩენილიყო, რადგან უკეთუ ადამიანები ვიდრე ვნებამდე მოისმენდნენ, რომ იგი ღმერთია და შემდეგ წამებულს ნახავდნენ, როგორღა არ ცდუნდებოდნენ? ამგვარად, თავი მრავალთათვის იმიტომ დაფარა, რომ შემდგომად აღდგომისა, რაჟამს სული სასწაულებით ყოველივეს სწორად წარმოაჩენდა, ცდუნების გარეშე შეეცნოთ.

21 . მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. - უფალი წინასწარ ეუბნება მოწაფეებს მომავალი ვნების შესახებ, რათა, როცა ჟამი მისი მოულოდნელად დადგებოდა, არ ცდუნებულიყვნენ და არ ეფიქრათ, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ ეწამა და თანაც ისე, რომ წინასწარ არაფერ იცოდა. ამიტომაც ვნების თაობაზე მოწაფეებს მაშინ უმჟღავნებს, როცა მათ პეტრეს აღსარების შედეგად შეიტყვეს, რომ იგი ძე ღმრთისა იყო. მაგრამ სამწუხარო ამბავს სასიხარულოსაც ურთავს, სახელდობრ, რომ მესამე დღეს აღდგებოდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის