მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:14

13. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას.14. უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.15. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავე ესე.
სახარებაჲ მათესი თავი 15
14. უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უტევენით ეგენი; ბრმანი არიან, წინამძღუარნი ბრმა-თანი; რამეთუ ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (15,14).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდეს მოწაფენი, ვითარცა მათთჳს მზრუნველად, გარნა მცირედ იგინიცა განკჳრვებულ იყვნეს, არამედ ვერ იკადრებდეს თავისა თჳსისა მიერ თქუმად. ამისთჳს ვითარცა სხუათა მიერ თქუმული წარმოიღეს სიტყუაჲ ესე, რაჲთა ისწაონ ძალი თქუმულთაჲ მათ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ისმინე, რასა იტყჳს მარადის და ყოველსავე შინა მჴურვალე პეტრე: „გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე“ (15,15). რამეთუ გულისზრახვასა მას სულისა თჳსისასა გამოაცხადებდა და ცხადად ვერ იკადრებდა თქუმად, თუ: დავბრკოლდები სიტყჳსა ამისთჳს; გარნა ესრეთ ლიტონად კითხვითა ენება ცნობად განმარტებაჲ სიტყჳსა მის. ამისთჳსცა უფალმან ჩუენმან სიბრძნით მიუგო მათ და ჰრქუა: „ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღმოიფხურენ“. ესე სიტყუაჲ ფარისეველ-თა მათთჳს და მწიგნობართა და მღდელთმოძღუართა თქუა და მათისა მის მოძღურებისათჳს. ესე იგი არს, ვითარმედ: მამისა ჩემისა მიერ ზეცათაჲსა დანერგულნი იგი მცნებანი არიან, ვითარმედ: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“, და შემდგომი ამისი. ხოლო მღდელთა მათ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:10-20 — რა შეაგინებს ჭეშმარიტად კაცს:

10-11. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. - ფარისევლებს კი არ ეუბნება, ვითარცა განუკურნებლებს, არამედ- ხალხს. მოუწოდებს რა მას, ჩანს, რომ პატივს მიაგებს ხალხს, რათა მან მისი მოძღვრება შეიწყნაროს და ეუბნება: ისმინეთ და გუღისჴმა-ყავთ-ო, ანუ ყურადღების მოკრებისათვს აღძრავს. რადგანაც ფარისევლები მოციქულებს ბრალად დაუბანელი ხელებით ჭამას სდებდნენ, უფალი საჭმლის შესახებ ამბობს, რომ ვერცერთი საჭმელი ვერ შეაგინებს ანუ ვერ წაბილწავს კაცს, ხოლო უკეთუ საჭმელი ვერ წაბილწავს, მით უმეტეს ვერ წაბილწავს დაუბანელი ხელებით ჭამა. შინაგანი კაცი მაშინ იბილწება, როცა იმას ამბობს, რაც არ უნდა თქვას. ამით ფარისევლებზე მიანიშნებს, რომელნიც თავს შურის სიტყვების წარმოთქმით იბილწავდნენ. ყურადღება მიაქციე მის სიბრძნეს: დაუბანელი ხელებით ჭამას იგი არც ადგენს და არც კრძალავს, არამედ სხვა რამეს ასწავლის: არ აღმოვთქვათ გულიდან ბოროტი სიტყვები.

12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ძმის ავადმეტყველება და საცდურის განკურნება:

...ასევე იქცევა ქრისტეც. როდესაც საჭმელების შესახებ ელაპარაკებოდა მათ და ისინი საცდურში ჩავარდნენ, როცა მან თქვა: „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი“ (), მაშინ ამბობს: „უტევენით ეგე“ (); „ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას“ (). ხოლო როდესაც მისგან ხარკს ითხოვდნენ, თუმცა იცოდა, რომ გადახდა არ მართებდა, მაინც, რადგან ჟამი ჯერ არ ითხოვდა მისი ღირსების გამჟღავნებას, ამბობს: „ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“ (). რადგან, როდესაც დიდი სიბრძნით სავსე რჯულს ადგენდა და ისინი განუკურნებლად იყვნენ, სამართლიანად არ იზრუნა მათზე და რჯული გააუქმა; ხოლო როდესაც ჯერ კიდევ არ შეეძლოთ მისი ღირსების შესახებ სიტყვის მიღება, სამართლიანად კვლავ ეშვება მა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა:

...თქვენ, „აღღებულთა მუცლითგან“ და სიბერემდე დამოძღვრილნო (), თქვენ, ბრმებო, რომლებიც ერთმანეთს ორმოში აგდებთ. რადგან ამბობს: „ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (). თქვენ, ვინც ყოველდღე წინასწარმეტყველებით სარგებლობდით და არასოდეს ხდებოდით უკეთესნი, სხვათა მოძღვრები უნდა ყოფილიყავით? ნუთუ არ შეწყვეტთ ასეთ ბოდვას და შეიცნობთ თქვენს ბოროტებას? რადგან სწორედ ეს გაღუპავდათ მუდამ: არ გსურდათ, თქვენი ცოდვების მიზეზიც კი გცოდნოდათ.

ამიტომაც, როგორც მსაჯულები აკეთებენ — შოლტით დასჯილებს თან აყოლებენ შემძახებლებს, რომლებიც დარტყმების მიზეზებს აცხადებენ: „ნუ იქურდავთ, ნუ იტაცებთ“ — ასევე ღმერთმაც, როცა ყველგან საჯაროდ გატარებდათ, ბრძანა, რომ წინასწარმეტყველები თან გამოგყოლოდნენ და სასჯელის მიზეზი ეთქვათ. რადგან ისინი მთელ ქვეყნიერებაზე თქვენთან არიან შეკრულნი და დღემდე შემოგძახიან....

სრულად ნახვა