მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:13

12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი, დაჰბრკოლდეს?13. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას.14. უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან.
სახარებაჲ მათესი თავი 15
13. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა ესმა სიტყუაჲ იგი და დაბრკოლდეს? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურენ“ (15,12-13).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იცის უფალმან უგულებელს-ყოფაჲცა დაბრკოლებისაჲ და არა უგულებელს-ყოფაჲცა, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური“; ხოლო აქა იტყჳს:

მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:10-20 — რა შეაგინებს ჭეშმარიტად კაცს:

10-11. და მოუწოდა ერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისჴმა-ყავთ: არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. - ფარისევლებს კი არ ეუბნება, ვითარცა განუკურნებლებს, არამედ- ხალხს. მოუწოდებს რა მას, ჩანს, რომ პატივს მიაგებს ხალხს, რათა მან მისი მოძღვრება შეიწყნაროს და ეუბნება: ისმინეთ და გუღისჴმა-ყავთ-ო, ანუ ყურადღების მოკრებისათვს აღძრავს. რადგანაც ფარისევლები მოციქულებს ბრალად დაუბანელი ხელებით ჭამას სდებდნენ, უფალი საჭმლის შესახებ ამბობს, რომ ვერცერთი საჭმელი ვერ შეაგინებს ანუ ვერ წაბილწავს კაცს, ხოლო უკეთუ საჭმელი ვერ წაბილწავს, მით უმეტეს ვერ წაბილწავს დაუბანელი ხელებით ჭამა. შინაგანი კაცი მაშინ იბილწება, როცა იმას ამბობს, რაც არ უნდა თქვას. ამით ფარისევლებზე მიანიშნებს, რომელნიც თავს შურის სიტყვების წარმოთქმით იბილწავდნენ. ყურადღება მიაქციე მის სიბრძნეს: დაუბანელი ხელებით ჭამას იგი არც ადგენს და არც კრძალავს, არამედ სხვა რამეს ასწავლის: არ აღმოვთქვათ გულიდან ბოროტი სიტყვები.

12. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა რაჲ ესმა სიტყუაჲ იგი,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. ძმის ავადმეტყველება და საცდურის განკურნება:

...ვარდნენ, როცა მან თქვა: „არა თუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი“ (), მაშინ ამბობს: „უტევენით ეგე“ (); „ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას“ (). ხოლო როდესაც მისგან ხარკს ითხოვდნენ, თუმცა იცოდა, რომ გადახდა არ მართებდა, მაინც, რადგან ჟამი ჯერ არ ითხოვდა მისი ღირსების გამჟღავნებას, ამბობს: „ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“ (). რადგან, როდესაც დიდი სიბრძნით სავსე რჯულს ადგენდა და ისინი განუკურნებლად იყვნენ, სამართლიანად არ იზრუნა მათზე და რჯული გააუქმა; ხოლო როდესაც ჯერ კიდევ არ შეეძლოთ მისი ღირსების შესახებ სიტყვის მიღება, სამართლიანად კვლავ ეშვება მათამდე და ხარკის გადახდით თავისი ღმრთეების შესახებ სიტყვას ჩრდილით ფარავს. **„შჯდი რაჲ, ძმისა შენი...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3.:

...მოძღვრებასა და სწავლებას უწოდებს, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო“ (). ქრისტეც ამას „ნერგს“ უწოდებს, როცა ამბობს: „ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურას“ (). რადგან თუ პავლე „ახალნერგში“ ასაკით ახალგაზრდას გულისხმობდა, მაშინ თიმოთეს, რომელიც ძალიან ახალგაზრდა იყო, იმდენად ახალგაზრდა, რომ მისთვის ეთქვა: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (), ასეთ დიდ ხელისუფლებამდე არ აღამაღლებდა და ამდენ ეკლესიას არ ჩააბარებდა.

„და დამცინავნი ეუფლებოდიან მათ“ ()2. ხედავ, რომ იგი უბრალოდ ასაკს კი არ აძაგებს, არამედ გახრწნილ განწყობას? რადგან მომდევნო დამატებით ეს უფრო ცხადად გააკეთა. აქ კი „დამცინავებად“ უწოდებს მატყუარებს, თვალთმაქცებს, მლიქვნელ...

სრულად ნახვა