მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:43

42. და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!44. კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 13
43. მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი საუნჯის ძიება:

...ილებით განმარტა, უთხრა, ვინ იყო კარგი თესლის მთესველი, რა იყო ველი, რა იყო ღვარძლი, ვინ დათესა ისინი, ვინ იყვნენ მომკელნი და რა იყო მოსავალი, — ყოველივე ეს ნათლად გაუხსნა () და თქვა: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (). არა იმიტომ, რომ მართლებს მხოლოდ ისეთი (როგორც მზის) ბრწყინვალება ექნებათ, — არა, ისინი გაცილებით მეტს მიიღებენ; არამედ ქრისტემ ასე თქვა იმიტომ, რომ ხილულ საგნებში უკეთესი ხატის პოვნა შეუძლებელი იყო. ამრიგად, როცა ამის მსგავსს რამეს მოვისმენთ, სიტყვებზე ნუ შევჩერდებით, არამედ გრძნობადი და ხილული საგნებიდან სულიერ საგანთა განსაკუთრებულ უპირატესობაზე ვასკვნათ. ხოლო თუ აქ შეიძლება დიდი სიამოვნებისა და უმაღლესი ტკბობის პოვნა, რადგან ეს საღვთო და სულიერი სიტყვებია და სულისთვის დიდი სულიერი სიხარულის მომტანია, მოვისმინოთ შემოთავაზებული დიდი მოშურნეობითა და მხურვალე გულისყურით, რათა, აქ ჭეშმარიტი სიმდიდრე მივიღოთ და ღვთისთვის სათნო სიბრძნისმოყვარეობისათვის მრავალი თესლი შევკრიბოთ, მათთან ერთად სახლში დავბრუნდეთ.

2. ადამის სამოთხეში დამკვიდრება (2:15)

მოვისმინოთ, რა იკითხებოდა დღეს. ოღონდ დაძაბეთ გონება, განიშორეთ გონების გაფანტუ...

სრულად ნახვა