მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 11:25

24. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.25. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.26. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 11
25. და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთერთმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 11, მ. 1-6)

1. და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი 2. და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. 3. და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. 4. ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. 5. ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას? 6. ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.

იესო ხშირად შედიოდა იერუსალიმში სხვა დროსაც, მაგრამ არასოდეს შესულა ასეთი დიდებით, როგორიც ახლა. ადრე, იუდეველთა შურის გამო, იგი იმალებოდა, ხოლო ამჟამად, რამდენადაც დადგა თავად მის მიერვე განსაზღვრული დრო ტანჯვისა, მოდის ღიად, რათა მათ, თუკი მოისურვებენ, - გულისხმაჰყონ მისი დიდება და მასზე აღსრულებული წინასწამერტყველების წყალობით შეიცნონ ჭეშმარიტება. ხოლო თუკი არ მოისურვებენ გულსხმიყოფას,...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ლოცვის სიწმიდე და კრძალული შემკულობა:

...ეგვეპაროს ეჭვი, რომ შესმენილნი ვიქნებით. რადგან ამბობს: „და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ“ (); და კვლავ: „და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე“ (). ეს არის „თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (). და როგორ, ამბობს ვინმე, შევძლებ ვირწმუნო, რომ სათხოვარს მივიღებ? თუ არ ითხოვ არაფერს იმის საწინააღმდეგოს, რის მისაცემადაც ღმერთი მზად არის; თუ არაფერს ითხოვ მეფისათვის უღირსს, არაფერს ამქვეყნიურს, არამედ ყოველივეს სულიერს; თუ რისხვის გარეშე მიეახლები; თუ სუფთა ხელები გაქვს, თუ წმიდა ხელები გაქვს; წმიდაა ის ხელები, რომლებიც მოწყალებას აღასრულებენ. თუ ასე მიხვალ, უთუოდ მიიღებ სათხოვარს. რადგან ამბობს: **„უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლდ ვითარმედ უჴმს მონანულსა, რაჲთა არა საქმით ოდენ განეყენოს ცოდვასა, არამედ გონებითაცა მოიძაგოს იგი:

...საჯულ. და უკუეთუ მას დღესა არა გუნებავს განქიქებაჲ, აქავე განვკურნნეთ წყლულებანი ჩუენნი და დავასხათ მათ ზედა წამალი სინანულისაჲ, რამეთუ შესაძლებელ არს განკურნებად წყლულებათა ჩუენთა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ მიუტეოთ, მოგეტევნენ თქუენ ცოდვანი“. ; ; ეგრეთვე ვიქმთ, უკუეთუ გუენებოს, სინანულისა მიერ.

ხოლო სინანული ესრეთ იქმნების, რაჲთა განვეშორნეთ ქმნისაგან ბოროტთაჲსა, აღმოვჰჴოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩუენთაგან და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ჩუენთა ზედა. და უკუეთუ მიგიტაცებიეს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მოწყალებისაჲ; და უკუეთუ გისიძავს, განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისაჲ; და უკუეთუ გიზრახავს ძმისადა, აჩუენე კუალად მის ზედა სიყუარული. და ესრეთ ვიქმოდით თითოეულსა ზედა საქმესა, და ნუმცა თანაწარვჰჴდებით ცოდვათა ჩუენთა, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი საშჯელისაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „უფალი ახლოს არს. ნუ ჰზრუნავთ“, რომელნი მოღუაწებათა და ჭირთა შინა ხართ. ხოლო რომელნი ცოდვათა შინა ხართ, თქუენ ესრეთ გეტყჳ: უფალი ახლოს არს, ზრუნევდით, რამეთუ მ...

სრულად ნახვა