მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 11:17

16. და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.17. და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.18. და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 11
17. და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისა შემდგომად შთავიდეს კაფარნაუმდ იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. და მოახლებულ იყო პასექი ჰურიათაჲ. და აღვიდა იერუსალჱმდ და პოვა ტაძარსა მას შინა მოფარდული ზროხათა და ცხოვართა და ტრედთაჲ და მეკერმენი მსხდომარენი. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი გამოასხა ტაძრისაგან“ (2,12-15).:

...რამეთუ მოფარდულნი იგი ზროხათა და ცხოვართანი და მეკერმენი ყოველნი განასხნა და ჰრქუა მათ: „ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო“ (2,16); ხოლო სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვი-თარმედ: „განასხმიდა და ეტყოდა: ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა ქუაბ ავაზაკთა“. ; ; ხოლო არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი, - ნუ იყოფინ! - არამედ გამოაჩინებენ, ვითარმედ ორგზის ქმნა საქმჱ იგი და არა ერთსა ჟამსა, არამედ ესე შემდგომად ნათლის-ღებისა იყო მცირედითა ჟამითა, ხოლო იგი - ჟამსა ვნებისასა მიახლებულად. ხოლო რაჲსათჳს ქმნა ესე ქრისტემან, რომელ ესრეთ რისხვით მოუჴდა მათ და შოლტითა განასხნა, რომელ-ესე არაოდეს უქმნიეს, რაჟამს-იგი აგინებდიან და ჰგმობდიან? გარნა ვინაჲთგან შაბათსა შინა ეგულებოდა სასწაულისა ქმნაჲ და სხუათა მრავალთა ესევითართა აღსრულებაჲ, რომელნი მათ მიერ შჯულისა გარდასლვად შერაცხილ იყვნეს, და რაჲთა არავის აქუნდეს სიტყუაჲ, ვითარმედ წინააღმდგომ არს მამისა და შჯულისა დამჴსნელ, ამისთჳს ქმნა ესე; რამეთუ ვითარმცა ეგებოდა, თუმცა რომელმან-იგი ტაძრისათჳს ესეოდენი შური აჩუენა, და ტაძრისა მის მეუფისამცა, რომელი მას შინა იმსახურებოდა, მისამცა წინა...

სრულად ნახვა